ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტი - სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ირაკლი კობახიძეს პასუხობს

„ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტი“ - ასე ეხმიანება სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან სახალხო დამცველის მიერ შექმნილ მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა „ფეიკი“ უწოდა და ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებაზე ალაპარაკდა.

„განცხადება წარმოადგენს ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტს. კონსილიუმში მონაწილე ექიმები კარგად არიან ცნობილი საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებისთვის, ისინი არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და დაინტერესებულები არიან მხოლოდ პაციენტის კეთილდღეობით და ჯანმრთელობით“ - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სრულ მხარდაჭერას უცხადებს კონსილიუმს და ხელისუფლებას, ჯანდაცვის მინისტრს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართავს, უზრუნველყონ ექიმების პატივისა და ღირსების დაცვა.

განცხადებას ხელს აწერენ: აიპ “საქართველოს უროლოგთა ასოციაცია” - არჩილ ჩხოტუა; აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა” - თენგიზ ასათიანი; აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია” - ნიკოლოზ კინტრაია; აიპ “საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია”- კონსტანტინე ყიფიანი; აიპ “საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირი - სტოკ” ზურაბ ხაბეიშვილი; აიპ “სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი” - გიორგი ჩახუნაშვილი; აიპ საქართველოს ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის ფსიქიატრთა საზოგადოება" - ეკა ჭყონია, ნინო ოკრიბელაშვილი; საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია ლიკა ჭყონია; ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი - მარინა შიხაშვილი; აიპ "ცერებრული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება" - მარიკა ალფაიძე; გადაუდებელი მედიცინის ასოციაცია -გიორგი გოცაძე; ქრონიკულ დაავადებათა მონიტორინგის ასოციაცია ელისაბედ კუჭავა; საქართველოს მერაბ კილაძის სახელობის მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია - დავით აბულაძე; საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება- არჩილ ჩუხრუკიძე; სასწრაფო დახმარების ასოციაცია- გიორგი ვაშაკიძე; ნეიროქირურგთა ასოციაცია - გიორგი ინგოროყვა;  "საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაცია" ზურაბ კლიმიაშვილი; “საქართველოს ინტერვენციონალისტ კარდიოლოგთა ასოციაცია“ - შალვა რცხილაძე; ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სკოლა' - ცოტნე სამადაშვილი; ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის - ანა ქავთარაძე.

ამავე თემაზე:

🔵"ფეიკდასკვნა"-ირაკლი კობახიძე ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფს არ ენდობა

🔵 "მოვუწოდებთ აკრედიტებული დიპლომატიურ მისიებს, თავიანთი მანდატის ფარგლებში შეაფასონ ირაკლი კობახიძის მუქარის შემცველი განცხადებები" - ომბუდსმენი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741543285

საზოგადოება

კახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა

უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...

დანაშაული

1741543032

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა.  დეპუტატის თქმით, გენდერი...

ლევან მაჭავარიანი

1741538557

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ

„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...

ბაჩო ოდიშარია.  

1741534941

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე

 რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...

ირაკლი კირცხალია

1741532232

სპორტი

ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება

ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...

თიშიშვილი