ექიმი: მიხეილ სააკაშვილი, ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, თუმცა მას სჭირდება ინტენსიური თერაპია

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე არ არის, მაგრამ მდგომარეობა ძალიან ახლოსაა იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.

ექიმმა ციხის სამკურნალო დაწესებულების  დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პაციენტი, როგორიც დღეს მიხეილ სააკაშვილია, ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, თუმცა მას სჭირდება ინტენსიური თერაპია.

„სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს, ამას ადასტურებს ყველა, ვინც იქ არის. მდგომარეობა ვერ ვიტყვი, რომ საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება. მის ანალიზებში არის ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და მკურნალობას", - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეს ინფრასტრუქტურა შექმნილია 2 კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული, საკმაოდ კარგად აღჭურვილი, თანამშრომლები გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან, იქ არის ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და მორიგე ექიმი ყოველ დღე, მაგრამ უარყოფითი არის ის, რომ რეიტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს“. - თქვა ექიმმა.

ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას დღეს მოამზადებს და  საღამოს ჩანიშნულ საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროებს.

გლდანის სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად და ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. 

სხვა სიახლეები:

🔵 ხანძარი ბათუმში - დაშავებული არავინ არის (ვიდეო)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740831287

მსოფლიო

რომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი

რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...

რომის პაპიი

1740829321

ახალი ამბები

„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე

ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...

დავით ჩიხელიძე

1740826776

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში

„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...

 ტულსი გაბარდი

1740825221

ახალი ამბები

„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1740823630

ახალი ამბები

„სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები“ - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ამის შესახებ მან საქართვ...

კახა კალაძე