ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი... არ ასახავს ნამდვილ შინაარსს - ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან საუბრის ჩანაწერების გავრცელებას ეხმაურება

ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი... არ ასახავს ნამდვილ შინაარსს - ასე ეხმაურება  ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ნეკა დოროყაშვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერების გავრცელებას.

„მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ ჩემ წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა: ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარსს.

ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი.

ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში.

ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი!

მე პარალელური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას", - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

განცხადებას ავრცელებს, ნეკა დოროყაშვილიც.

ცნობისთვის, კვირას „ტვ პირველმა“ ბასილაშვილისა და დოროყაშვილის სკანდალური სატელეფონო საუბარი გაავრცელა.

"თვითონ გაზარდე და მოუარე, მოგსტ...ათ ტვინი ორივეს" - "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, ერთ-ერთი აუდიო ფაილი იმ უამრავი ჩანაწერიდან, რომელიც სასამართლოში მხარეებმა წარადგინეს - ამ აუდიო ფაილში ნიკა ბასილაშვილი ცოლს 250 დოლარის უკან დაბრუნებას სთხოვს, რომელიც სოციალური ქსელში რეკლამისთვის დახარჯა.

„ღირსება დიდი ხანია დაკარგული გაქვს, ჩემი კარტიდან დაასპონსორე სურათი 500 დოლარით...“ - ეუბნება ჩანაწერის მიხედვით პირველი ჩოგანი ნეკა დოროყაშვილს. 

ასევე საინტერესოა:

🔵 „იტანჯებიან, ცხოვრობენ ტყვეობაში და ეშინიათ, რომ არ დაუჯერებენ" - ნეკა დოროყაშვილი განცხადებას ავრცელებს

🔵 "შენ თვითონ გაზარდე და მოუარე, მოგ***ათ ტვინი ორივეს" - ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილს შორის სკანდალი გრძელდება?

🔵 ჩემი სოლიდარობა ნიკოლოზ ბასილაშვილს - ბესო ზანგური

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741543285

საზოგადოება

კახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა

უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...

დანაშაული

1741543032

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა.  დეპუტატის თქმით, გენდერი...

ლევან მაჭავარიანი

1741538557

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ

„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...

ბაჩო ოდიშარია.  

1741534941

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე

 რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...

ირაკლი კირცხალია

1741532232

სპორტი

ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება

ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...

თიშიშვილი