ფინანსთა მინისტრი ფოთში ევაკუატორების მძღოლების აქციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ფოთის „გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან“ ევაკუატორების მძღოლების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ისინი ავტომობილების გაფორმების იმ ფორმის მიხედვით, რითაც საქმიანობდნენ, ავტომობილის შემდგომ განბაჟებაზეც არიან პასუხისმგებელი.
ხუციშვილის თქმით, გამოიკვეთა გარკვეული რაოდენობა, როდესაც აღნიშნული ავტომობილების განბაჟება არ მომხდარა და შესაბამისად, მათ ვალდებულებები დაეკისრათ.
ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ან უნდა დაიფაროს დავალიანება, რის შემდეგაც შეძლებენ იგივე საქმიანობის გაგრძელებას, ან რეალურმა მფლობელმა უნდა გაიფორმოს ავტომობილი და შემდეგ მისი ვალდებულება იქნება აღნიშნული ავტომობილის საბაჟო პროცედურებში მოქცევა.
„აქ გარკვეულწილად მართლაც წარმოიქმნა პრობლემა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხალხი გაფორმების იმ ფორმის მიხედვით, რა ფორმითაც ხდებოდა ავტომობილების გაფორმება, პასუხისმგებელია აღნიშნული ავტომობილის შემდგომ განბაჟებაზე.
გამოიკვეთა გარკვეული რაოდენობა, როდესაც აღნიშნული ავტომობილების განბაჟება არ მომხდარა და შესაბამისად, ვალდებულებები დაეკისრათ მათ.
აქ არის ორი გამოსავალი – ან უნდა დაფარონ მათ ეს დავალიანებები და შემდგომ ჩვეულებრივ განაგრძობენ იგივე საქმიანობას, ან მეორე მხრივ, მათ ამ ფორმით თავის თავზე აღარ უნდა გაიფორმონ აღნიშნული ავტომობილები, რეალურმა მფლობელმა უნდა გაიფორმონ ის ავტომობილები, მათ კი უკვე გადაზიდვის უფლება თავისუფლად მიეცემათ, როგორც აქამდე ჰქონდათ“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ფოთის „გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან“ ევაკუატორების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მათი თქმით, ახალი რეგულაციის თანახმად, შემოსავლების სამსახური მათ იმ ავტომობილების განბაჟებას ავალდებულებს, რომლის გადაზიდვასაც ისინი პორტებიდან სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ახორციელებენ.
მძღოლები აცხადებენ, რომ მათ ვალდებულებაში მხოლოდ ავტომობილების ტრანსპორტირება შედის და განბაჟებაზე პასუხისმგებლობის მათთვის დაკისრება ალოგიკური მოთხოვნაა.
სხვა სიახლეები:
🔳 შემოსავლების სამსახური ავტომობილების იმპორტიორი პირების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
🔳 “ომიკრონის” გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება" - ამირან გამყრელიძე
🔳 ირაკლი ღარიბაშვილი: "ომიკრონის" შემთხვევაში უმეტესად ვაქცინა არ მუშაობს, მე ვარ აგერ მაგალითი
1741591007
ახალი ამბები„კარგად ვიცით, რა ნეგატიური გავლენა ჰქონდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ყველაზე მეტ დაფინანსებას იღებდნენ, ამიტომ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტით მათი პრობლემების 70% მოგვარდება“- ნინო წილოსანი
„ილონ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათი პრობლემების 70% მოგვარდება, რა თქმა უნდა რელევანტურია და აქაც აქტუალურია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკე...
1741589255
ახალი ამბები„საზოგადოება კარგად ხედავს, რა დღეში ჩააგდო „დიფ სთეითმა“ ევროკავშირი, მისი ეკონომიკა და ქვეყნები“ - მამუკა მდინარაძე
„მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში „დიფ სთეითის“ დამარცხება“...
1741587303
მსოფლიოტრამპი: შეერთებულმა შტატებმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა
ვაშინგტონმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა და საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებებისგან დადებით შედეგებს ელის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 მარტ...
1741585418
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათაც და თავიანთმა პატრონებმაც ძალიან კარგად იციან, სად არის მათი რეიტინგი, თუ რაიმეს თავი აქვთ, ყველაზე კარგი ტესტი ყოველთვის არის არჩევნები
„კოლექტიური ნაცმოძრაობის ეს დანაყოფები დამოუკიდებლად ვერასდროს ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას, რა დავალებაც მოდიოდა მათი პატრონებისგან, ასრულებდნენ იმას“, - ასე შეაფასა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნ...
1741584018
ახალი ამბებისაჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო
საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 16 მარტის ჩათვლით დაისვენებენ. საჯარო სკოლებში სასწავლო წელი პ...