„გაკოჭეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ფაქტი ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და გაავრცელეს“ - 2 პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივნისს, ბრალდებულებმა ფ.ქ.-მ და ე.ქ.-მ დაზარალებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში შეიტყუეს, რის შემდგომაც გაკოჭეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნული ფაქტი ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და მოგვიანებით, ვიდეოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში განათავსეს, რომელსაც დაზარალებულისთვის შეურაცხმყოფელი ტექსტი მიაწერეს.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს. ფ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 1443 მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფური ძალადობა) , ხოლო ე.ქ.-ს - სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება სხვა დამნაშავე პირთა გამოვლენისა და დადგენის მიზნით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1720030681

საზოგადოება

ახალგაზრდა ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია ცოტა ხნის წინ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს.  გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენმა თავი მოიკლა. ცნობისთვის, სამწუხარო ამბავი ხობში მო...

ნუგზარ წურწუმია

1720029277

საზოგადოება

ფოთში ქალის ცხედარი იპოვეს

ფოთში, მდინარე რიონთან, ქალის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ფაქტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაადასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი ადგილობრივმა  სანაპირო ზოლზე აღმოაჩინა და პო...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1720027653

სოციალური მედია

გიორგი ქოჩორაშვილი გულშემატკივრებისთვის გათამაშებას აწყობს - „საუკეთესო კომენტარის ავტორს თავად ავარჩევ“

ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას უკვე 100 000 გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე. ამასთან დაკავშირებით კი სპორტსმენმა თავისი 2 მაისურის გათამაშება გადაწყვიტა.  „100,000 გამომწერი ი...

გიორგი ქოჩორაშვილი

1720026099

საზოგადოება

„არანაირ სანქცირებაზე საუბარი არ არის, საათ-ნახევრის წინ ჩამოვფრინდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან“ - თეიმურაზ კუპატაძე

„ჩვენ ყოველდღიური კავშირი გვაქვს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან, როგორც FBI-სთან, DEA-სთან, INL-თან და ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია გვაქვს ჩატარებული“, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პ...

 თეიმურაზ კუპატაძე

1720022313

საზოგადოება

ცესკოს ხელმძღვანელი პირები „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებ...

ცესკოს ხელმძღვანელი პირები „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ