„ფეხბურთიდან ნამდვილად არ მივდივარ“ - გურამ კაშია
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას განცხადებით, ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს.
ფეხბურთელი ქართველ ქომაგებს თანადგომისთვის მადლობას უხდის.
„ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომელმაც ასეთი სიყვარული, სიამოვნება გვაჩუქა - მთელი ცხოვრება გვემახსოვრება ფეხბურთელებს. მიხარია, რომ საქართველოს ასეთი პატრიოტი ხალხი ჰყავს, ასე უყვართ თავიანთი ქვეყანა, როგორც ჩვენ, ფეხბურთელებს. მგონია, რომ თითოეულმა ადამიანმა თავისი წვლილი ჩადო ამ წარმატებაში და ვფიქრობ, ეს არის ყელა ქართველის წარმატება. მართლა ისე ვგრძნობთ ფეხბურთელები თავს, რომ თითქოს ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დავბრუნდით. ხალხს იმედი დაუბრუნდა და იმედია, რომ ეს ყველაფერი დასაწყისი იქნება.
ნამდვილად არ მივდივარ, იმიტომ, რომ მინდა და მიხარია ფეხბურთის თამაში. ამიტომ ფეხბურთიდან წასვლას არ ვაპირებ", - განაცხადა გურამ კაშიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 4:1 დამარცხდა. მანამდე, ქართველმა ფეხბურთელებმა პორტუგალიის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვებით შეძლეს ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე გადასვლა.
ცნობისთვის, ეს საქართველოსთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი იყო.
1720271893
საზოგადოებაბოლნისში ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავი სამხედრო პატივით დაკრძალეს
ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავი, კახაბერ ზურაბიშვილი საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. მანამდე კი თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის...
1720271466
საზოგადოებაილია მეორე დაღუპული პილოტის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბა...
1720269279
სოციალური მედია„სოფკა“ - მაკუნა ზედაშიძე შვილის ფოტოს აქვეყნებს
ფეხბურთელის, ყველასათვის საყვარელ რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილის, ვატო არველაძის მეუღლე მაკუნა ზედაშიძე სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალდაბადებული ბავშვის მორიგ ფოტოს უზიარებს. „სოფკა“...
1720265247
საზოგადოებასაარჩევნო ადმინისტრაციამ დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო
დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო. ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე დღეს ცესკოს თავმჯდომარე იმყოფებოდა. გიორგი კალანდარიშვილი პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მონაწილე...
1720264766
სოციალური მედიაბუდუ ზივზივაძე ოჯახთან ერთად ესპანეთში მოგზაურობს - რა ფოტოს აქვეყნებს ფეხბურთელის ცოლი
ქართველი ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მეუღლე სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ წყვილი ესპანეთში ისვენებს. ცოლ-ქმარს თან ახლავს პატარა შვილი შაიც.