ცესკოს ხელმძღვანელი პირები „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები და ამ ჭრილში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო. მხარეს დეტალურად განემარტა 2020 წლის ზაფხულში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მისი აღსრულების საკითხები, მათ შორის საუბარი შეეხო ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ცალსახად გაესვა ხაზი, რომ ცესკო არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღასრულებს კანონს და არა ქმნის მას.

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

3 ივლისს, ცესკოში გამართულ შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან პარტიის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, გრიგოლ ჯოჯუა, გოჩა თევდორაძე და გიორგი ქარდავა ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1720271893

საზოგადოება

ბოლნისში ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავი, კახაბერ ზურაბიშვილი საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. მანამდე კი თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის...

დაკრძალვადაკრძალვა

1720271466

საზოგადოება

ილია მეორე დაღუპული პილოტის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბა...

ზოგადი

1720269279

სოციალური მედია

„სოფკა“ - მაკუნა ზედაშიძე შვილის ფოტოს აქვეყნებს

ფეხბურთელის, ყველასათვის საყვარელ რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილის, ვატო არველაძის მეუღლე მაკუნა ზედაშიძე სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალდაბადებული ბავშვის მორიგ ფოტოს უზიარებს.  „სოფკა“...

ვატო არველაძე და მისი ცოლი

1720265247

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციამ დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო

დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო. ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე დღეს ცესკოს თავმჯდომარე იმყოფებოდა. გიორგი კალანდარიშვილი პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მონაწილე...

ცესკოცესკო

1720264766

სოციალური მედია

ბუდუ ზივზივაძე ოჯახთან ერთად ესპანეთში მოგზაურობს - რა ფოტოს აქვეყნებს ფეხბურთელის ცოლი

ქართველი ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მეუღლე სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ წყვილი ესპანეთში ისვენებს. ცოლ-ქმარს თან ახლავს პატარა შვილი შაიც.

ბუდუ ზივზივაძე