გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო ზუგდიდში პოლიციელის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტს გმობს

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ზუგდიდში პოლიციელის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტს განცხადებით ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, საბჭო რომ გმობს ძალადობის აღნიშნულ ფაქტს.

"პოლიციელი უნდა იცავდეს ძალადობის მსხვერპლ ქალს, არათუ თავად ძალადობდეს. ცალსახად ვგმობთ ამ სამარცხვინო ფაქტს და ვიმედოვნებთ, ზუგდიდში მომხდარი აღნიშნული შემთხვევა სათანადოდ იქნება გამოძიებული, დამნაშავე კი შესაბამისად დაისჯება.

პოლიცია სწორედ ის უწყებაა, რომელიც სამართალდარღვევის და მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე დგას.

სწორედ ამიტომ საკითხის მიმართ თითოეული პოლიციელის მგრძნობელობა და დანაშაულის სიმძიმის სრულად აღქმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

წლების მანძილზე ვითარება ცალსახად გაუმჯობესდა, თუმცა ზუგდიდში მომხდარი ფაქტის მსგავსი თითოეული შემთხვევა აუარესებს თემის მიმართ დამოკიდებულებას და ზიანს აყენებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამართალდამცველთა მხრიდან გაწეულ ძალისხმევას", - აღნიშნულია განცხადებაში.

25 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი, რომელსაც, სავარაუდოდ, პოლიციის ფორმა აცვია, ქალზე ფიზიკურად ძალადობს. ის ქალს სახეში რამდენჯერმე ურტყამს და ეჩხუბება. 26 იანვარს პროკურატურამ ქალზე ძალადობის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

ამავე თემაზე:

🔳 პროკურატურამ, ზუგდიდში ქალის ცემის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა

🔳 პოლიციელი, რომელმაც ზუგდიდში ქალს სცემა, დაკავებულია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741716990

ახალი ამბები

„ღვინის ქარხანაში“ ხანძარია

 თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, „ღვინის ქარხანაში“ ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი „ღვინის ქარხანაში“ არსებულ ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა. მათივე...

ხანძარი ბათუმში

1741716195

ახალი ამბები

დეკანოზი იოანე გორელიშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: მივესალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას. ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის

 „ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი დაცულნი იყვნენ ამ განსაცდელისაგან“, - ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ნარკოპოლიტიკის გამ...

იოანე გორელიშვილი

1741714831

ახალი ამბები

პროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა

 პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...

პროკურატურა

1741713753

სპორტი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა

 საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი...

საქართველოს ნაკრები

1741711441

ახალი ამბები

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა

 რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუ...

მავთულხლართები