"ღამე შენობებთან თენება ამ ეტაპზე არაეფექტური მგონია. უნდა ვიმოქმედოთ დილიდან, მთელი დღის განმავლობაში დემორალიზებული და ძალოვნების იმედად დარჩენილი რეჟიმის გამოსაშიგნად" - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მათი ფუნქციაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართონ აქტიურ პროტესტში, რაც შეიძლება ფართო დისკომფორტი შეუქმნან რეჟიმს და საბოლოო ჯამში მოახდინონ მისი პარალიზება.

მელიას, ღამე შენობებთან თენება ამ ეტაპზე არაეფექტურად მიაჩნია.

ნიკა მელიამ პარტიის მიერ არჩეული ტაქტიკის შესახებ, სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა.

"პირველ რიგში, მინდა, აგიხსნათ, რატომ ვფიქრობ, რომ ტაქტიკა რომელიც ჩვენ ავირჩიეთ რეჟიმის გასატეხად არის სწორი. ხელისუფლების მიერ, სასიკვდილოდ გადადებული მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიასი და სხვა მომხრეები ოპოზიციისა ვართ მილიონზე გაცილებით მეტი!

უფრო მეტიც – იმ ადამიანების აზრსა და ემოციებს თუ შევხედავთ, ვინც აქამდე გულგრილი იყო პოლიტიკური პროცესების მიმართ, მაგრამ ახლა უყურებს და აცნობიერებს ხელისუფლების ველურობასა და ივანიშვილის შურისძიების დაუოკებელ ჟინს – შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, დღეს გამიჯნულია ამ კრიმინალთა ვიწრო წრეს, ვინც ქვეყანას თავს დააჯდა.

ჩვენი ფუნქციაა, რაც შეიძლება მეტი და მეტი ადამიანი ჩავრთოთ აქტიურ პროტესტში, რაც შეიძლება მეტი და ფართო დისკომფორტი შევუქმნათ რეჟიმს და საბოლოო ჯამში მოვახდინოთ მისი პარალიზება. ეს მხოლოდ მშვიდობიან დიდ და სიმართლეზე დაფუძნებულ მოძრაობას შეუძლია! ასეთ მოძრაობებს არ წაუგია არსად და არასდროს! რეჟიმის ხელთაა ახლა, ფული, ადმინისტრაცია და ძალოვნები! ამის იმედად არიან! განსაკუთრებით უნდათ, რომ ჩვენ მოთმინება დაგვაკარგინონ, ძალოვნები გამოიყენონ და პროტესტი ჩაახშონ, მოამთავრონ!

პირველი, ბრიყვს შეუძლია იფიქროს, რომ ასიათასობით ადამიანის პროტესტს ძალით და დაჭერებით დაამთავრებს და მეორე: არ მოგცემთ შანსს გაასაღოთ ეს მოძრაობა ძალადობრივ მოძრაობად – ეს ზღაპრები სუსში ერთმანეთს მოუყევით! ჩვენ კი მშვიდად და მტკიცედ მოვალთ ყველგან სადაც ხართ, ყველა თქვენ უწყებასთან, ყველა თქვენ ღონისძიებასთან, ყველგან სადაც დანაშაულებრივ გეგმებს აწყობთ – მოვალთ და ხმამაღლა გეტყვით რომ მკვლელები ხართ, კრიმინალები ხართ!

თქვენ გგონიათ დავიღლებით, გამოვიფიტებით, – არა და ვნახოთ ვინ გამოიფიტება პირველი – ჩვენ ჩვენს ბრძოლაში თავისუფლებისთვის და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად, არჩევნების დასაბრუნებლად, თუ თქვენ თქვენი მარიონეტული სკამების შესანარჩუნებლად!

ჩვენ ვიმოქმედებთ სწორი ტაქტიკით – ღამე შენობებთან თენება ამ ეტაპზე არაეფექტური მგონია. უნდა ვიმოქმედოთ დილიდან, მთელი დღის განმავლობაში დემორალიზებული და ძალოვნების იმედად დარჩენილი რეჟიმის გამოსაშიგნად.

თქვენ ისეთი სილა გაარტყით ათიათასობით ადამიანს, რომ არ გეპატიებათ, არ შეგრჩებათ ის, რაც გუშინ ქნეს, როცა პატიმრობაში მყოფი და 40 დღე ნაშიმშილარი პრეზიდენტი მოტყუებით, რომ საავადმყოფოში მიჰყავდათ, კრიმინალის ბუდეში შეაგდეს, მასზე ძალა გამოიყენეს, ხელით შეეხენ, აგინეს, დაემუქრნენ – ეს როგორ შეგრჩებათ, როგორ გგონიათ! არ მოგცემთ შანსს, სამოქალაქო დაპირისპირების მორევში ჩაძიროთ ქვეყანა და მერე უფროს ძმას თხოვოთ დახმარება, როგორც ორჯონიკიძეებმა და მახარაძეებმა. მოკლედ, ბოლოს მოგიღებთ უწყვეტი, მზარდი პროტესტით და გაიძულებთ, დანიშნოთ არჩევნები, გაიძულებთ!", – წერს ნიკა მელია.

ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ ღამის თენება არ არის აუცილებელი, პროტესტის გაშლა დილიდან მოხდება მთელ თბილისში და იქნება ყოველდღიურ რეჟიმში.

"დილიდან, 11:00 საათზე ერთდროულად სამ ადგილას გაიმართება აქცია – იუსტიციის სამინისტროსთან, მოდულის შენობასთან, სადაც მთელი სიბოროტეა და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია, ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამავე დროს, იქნება მეოთხე ადგილასაც აქცია, რომელსაც ახლა განგებ არ დავასახელებ. ყოველდღე შევეგუოთ, რომ ბრძოლა იქნება დამღლელი, მაგრამ დიდი გამარჯვებები", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე:

🔲 ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი: იღებს მხოლოდ დასაძინებელ აბებს, ავადმყოფს ამ დაწესებულებაში არ უნდა მკურნალობა

🔲 "სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და ცალკეული მოქალაქეების წინაშე" - ირაკლი კობახიძე

🔲 "უკრაინულ მხარესთან უნდა შეეთანხმებინათ თუ აპირებდნენ სხვაგან გადაყვანას" - ლიზა იასკო სააკაშვილის გადაყვანაზე 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741081497

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ, ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, არ არიან დაინტერესებულები, უკრაინაში ეს ომი დასრულდეს

„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ - ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ისინი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან და არ არ...

ლევან მაჭავარიანი

1741081056

ახალი ამბები

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამუშაობი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტ...

თბილისის ავარია

1741079387

საზოგადოება

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე დიდ გემს ამერიკის ფლოტში – ამის შესახებ აღნიშნულია „ენბისი ნიუსის“ სტატიაში. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გ...

ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდი

1741078518

საზოგადოება

ლევან მახაშვილი - მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია

მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვ...

ლევან მახაშვილი

1741077851

ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდ...

ააა