გილოცავთ, მეგობრებო, ჩვენ სიკვდილზე გავიმარჯვეთ! - 4 წლის დამიანეს მამა ემოციურ პოსტს აქვეყნებს (ვიდეო)

„გილოცავთ, მეგობრებო, ჩვენ სიკვდილზე გავიმარჯვეთ!“, - წერს 4 წლის დამიანეს მამა.
პატარა დამიანე "ბურტიკის ლიმფომის" უმძიმეს ფორმას ებრძოდა.
4 წლის დამიანე რამდენიმე თვიანი მკურნალობის შემდეგ, გერმანიიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება.
„მინდა ამ დიდ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ჩვენი საბოლოო ნაბიჯები გაგაცნოთ. მართალია ყველაზე დიდი, მთავარი და საერთო სიხარული უკვე გაგიზიარეთ, მაგრამ კიდევ არის დეტალები, რომლებიც გულს გაგიხარებთ და სულ მინიმუმ გაგაღიმებთ...
ჩემი, ჩვენი ბიჭი უკვე ისე ჯანმრთელია, რომ ნებისმიერი აქტივობისთვის არის მზად, შეუძლია ირბინოს, ივარჯიშოს, ბაღში იაროს, სრულფასოვნად, ძველებურად იცხოვროს, იხაროს და გვახაროს...
მეგობრებო, მე არ ვიცი როგორ, რანაირად, რა ძალით შევძლებ იმის მეასედი მაინც გავაკეთო თქვენთვის, რაც თქვენ ჩემი შვილისთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემთვის, ნათისთვის, პატარა ნინუცასთვის გააკეთეთ, მაგრამ ის კი ნამდვილად უნდა იცოდეთ, რომ ჩემს მადლიერებას არ აქვს საზღვარი, არ აქვს საზღვარი სიხარულს, რომელიც ღვთის ნებით მოგვენიჭა და რაშიც წვლილი თითოეულ თქვენგანს მიუძღვის...
ჩემი არსებობის მიზანი ჩემი შვილების ღირსეულად აღზრდაა და ახლა ჩემი და ნათიას პასუხისმგებლობა გაათმაგდა, დამიანემ უნდა იცოდეს რამდენად დიდი ძალა აქვს მოყვასის სიყვარულს, რამდენად დიდი ძალა აქვს სიკეთის თესვას და სხვისი ჭირის გაზიარებას, რამდენად შეგვიძლია შევუმსუბუქოთ ტვირთი ერთმანეთს და რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით მეტად გავუადვილებთ ერთმანეთს ამქვეყნიურ ყოფას...
ჩვენი შვილი თავად არის ჩვენი ერთიანობის, ჩვენი გამარჯვების საუკეთესო მაგალითი და პირობას გაძლევთ, ამ ისტორიით ის სხვებს გაუნათებს ცხოვრებას, გზებს...
მადლობა ღმერთს, რომ თქვენი წყალობით განგვიახლდა დამიანეს პირველად დაბადებით გამოწვეული სიხარული...
და ბოლოს, ხვალ, 20 დეკემბერს, გიბრუნდებით, ვუბრუნდებით ჩვენს ტკბილ ქვეყანას...გილოცავთ, მეგობრებო, ჩვენ სიკვდილზე გავიმარჯვეთ! სიყვარულით,დამიანეს მამა,“ - წერს დამიანეს მამა სოციალურ ქსელში.
დამიანეს დასახმარებლად არაერთი საქველმოქმედო კონცერტი და ღონისძიება გაიმართა.
ასევე საინტერესოა:
🔵 სახლში სერიოზული კონფლიქტი იყო - რას ჰყვება ზაზა ფაჩულია მშობლებზე? (ვიდეო)
1741070616
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მი...
1741067507
ახალი ამბები„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე
„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...
1741065872
მსოფლიოდონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters
თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...
1741064913
ახალი ამბები„სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვების, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ“ - ლევან მაჭავარიანი
„როდესაც ეს მუხლი აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვებისა, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ და ყველა კარგად ხვდება ამ ადამიანებში ვინ იგულისხმ...
1741030218
ახალი ამბებიახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნი...