გიორგი მშვენიერაძე: ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დასჯილი პოლიციელები ძალიან ცოტანი არიან, ხოლო უკანონო ბრძანების შეუსრულებლობის გამო - ბევრი

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე პოლიციელის მხრიდან შშმ პირის ცემის ფაქტს ეხმაურება:
"პოლიციელის მიერ დაკავებულის "წამორტყმა" ჩვეულებრივი ამბავია.
დიახ, მათ ჰგონიათ რომ საკუთარი მუჭითა და ძალაუფლებით მუნჯს აალაპარაკებენ.
ადამიანის აბუჩად აგდება, უყურადღებობა, პასუხის ღირსად არ ცნობა, ხომ ყოველდღიურობაა.
ყოველდღიურობაა ცრუ ჩვენებები სასამართლოში, გამოგონილი ბრალდებებით ადამიანების დაკავება ან დაჯარიმება.
"პოლიციის შესახებ" კანონით პოლიციის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები იცით როგორ იწყება?
"პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს."
რამხელა ცინიზმია...
ჩვენნაირ ქვეყნებში პოლიციელები იცავენ ბრძანებებს, თუნდაც ეს ბრძანებები ცალსახად უკანონო იყოს, ხოლო კანონი და ადამიანის უფლებები მათთვის მეათეხარისხოვანია.
იმიტომ, რომ კანონის ან ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დასჯილი პოლიციელები ძალიან ცოტანი არიან, ხოლო უკანონო ბრძანების შეუსრულებლობის გამო - ბევრი.
ამას რიგითი პოლიციელების დასჯით არ ეშველება", - წერს მშვენიერაძე.
მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
მოგვიანებით მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში წერია, რომ გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო.
ამავე თემაზე:
1741543285
საზოგადოებაკახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა
უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...
1741543032
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა. დეპუტატის თქმით, გენდერი...
1741538557
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ
„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...
1741534941
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე
რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...
1741532232
სპორტიქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება
ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...