გივი მიქანაძე ფეხბურთელების მიმართ ბულინგზე: იმ კამპანიას, რომელსაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, მართლაც სამარცხვინოა. ეს მართლაც საამაყო სანიმუშო ქართველები, ხდებიან ბულინგის და ზიზღის კამპანიის ობიექტი

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მინდა დღევანდელ და განმეორებით მატჩში წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთი საამაყო ფურცელი ჩაიწერება ქართულ ფეხბურთის ისტორიაში და ჩვენი ნაკრები მხოლოდ და მხოლოდ წინსვლას და ახალი გამარჯვებისკენ სწრაფვას გააგრძელებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთების მიმართ დაწყებულ ბულინგის კამპანიაზე საუბრისას.
„რაც შეეხება იმ კამპანიას, რომელსაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, მართლაც სამარცხვინოა. ბიჭებმა, რომლებმაც უდიდესი სიამაყის გრძნობა შესძინეს თითოეულ ქართველს, რომლებმაც გული და სული ჩადეს, შრომა და თავდადება არ დააკლეს იმას, რომ საქართველოს ნაკრები პირველად მოხვედრილიყო ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე და იქაც რამხელა ბრძოლები გადაიტანეს, რომ ჯგუფური ეტაპი დაეძლიათ, უდიდეს გამარჯვებს მიაღწიეს. დღეს, ეს მართლაც საამაყო სანიმუშო ქართველები, ხდებიან ბულინგის და ზიზღის კამპანიის ობიექტი, ეს მართლაც სამარცხვინოა.
რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ, ის ადამიანები, რომლებიც დგანან იმ მხარეს, რომლის მიზანიც არის ამ ქვეყნის ჩამოშლა, ამ ქვეყნის ყველანაირი პერსპექტივის უკან დაწევა და რომლებიც ამ ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები საზოგადოების წინააღმდეგ დგამენ ნაბიჯებს იმიტომ, რომ ისინი არიან მონა - მორჩილი იმ ლიბერალური ძალების, რომლებიც ცდილობენ ამ ქვეყნის ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშლას.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან ჯანსაღად განსჯის და გააანალიზებს ამ ყველაფერს. სპორტი, კულტურა და განათლება ეს ის მიმართულებებია, რომლის პოლიტიზება არანაირად არ შეიძლება. ჩვენ გვაერთიანებს ეს ყველაფერი, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა, ამიტომ ის, რაც გააკეთეს ჩვენმა ბიჭებმა, ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი ერი არის ერთიანი და ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს ერთად გასაკეთებელი ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენს ბიჭებს დღევანდელ დღეს გამარჯვებას ვუსურვებ და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ კიდევ არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ მათთან ერთად“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
1743095077
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: აგენტურული ძალები ჯერ კიდევ ლაპარაკობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, სინამდვილეში კი, განა არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ
უკანასკნელ პერიოდში ხშირად ისმის კითხვა, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები. აგენტურული ძალები ყოველთვის ისე მოიქცევიან, როგორც დამფინანსებელი უ...
1743093574
ახალი ამბებიმდინარაძე: აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით
შეგახსენებთ, რომ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლა...
1743093102
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები
საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები - ქვეყნის წინაშე საერთო, მტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პ...
1743092466
მსოფლიოთურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: პროტესტის დაწყების შემდეგ სამართალდამცველებმა 1 879 ადამიანი დააკავეს
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ პროტესტის დაწყების შემდეგ სამართალდამცველებმა 1 879 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ალი იერ...
1743087496
საზოგადოებაზაზა გოგავა - არ ვეთანხმები ევროსაბჭოს რეზოლუციის მუხლს სამხედროებთან მიმართებით
მე არ ვეთანხმები რეზოლუციის მუხლს სამხედროებთან მიმართებით, თქვენ მხარეს ვარ მაგაზე, – ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გე...