ზაზა გოგავა - არ ვეთანხმები ევროსაბჭოს რეზოლუციის მუხლს სამხედროებთან მიმართებით

მე არ ვეთანხმები რეზოლუციის მუხლს სამხედროებთან მიმართებით, თქვენ მხარეს ვარ მაგაზე, – ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ზაზა გოგავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
ზაზა გოგავამ უპასუხა კომისიის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის კითხვას, ეთანხმება თუ არა ევროსაბჭოს რეზოლუციაში აღწერილ სამხედროების როლს, მათ მოქმედებებს.
„არ ვეთანხმები მაგ აზრს, თქვენ მხარეს ვარ მაგაზე, რომ არ ვეთანხმები მუხლს სამხედროებთან მიმართებით. დანარჩენი შეგიძლიათ, იმ ადამიანებს დაუსვათ კითხვა, რის გამო გააკეთეს, რა მიიღეს აქედან შედეგი“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.
აღნიშნულის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გოგავას მიმართა:
„არ შეიძლება, აქ ორი მხარე იყოს. როცა სამხედროებს აბრალებ ომის დანაშაულს და რეალურად, ამას კენჭისყრისას ხელს უწევ, აქ არ შეიძლება, მხარეები არსებობდეს. ეს ცალსახად დასაგმობია. კარგია, რომ ამას ეთანხმებით, მაგრამ მაშინ ამათთან პარტიაში რა გინდოდათ?, იზიარებთ თუ არა ამ რეზოლუციას, რაზეც გოგავამ აღნიშნა:
„არ ვიზიარებ. პარტიიდანაც გავედი, რადგან აქ სუბიექტურად მოლაპარაკე ადამიანი არ გეხილათ“.
9:00
ახალი ამბებიბორჯომში კაცის ცხედარი იპოვეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერთან, „გოგირდის აუზებზე“ ჩასასვლელ გზაზე, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, 30 მარტს მოხდა. „როგორც ვიცი ძალადობის ფაქტი არ ყოფილა. ფეხი დაუცურდა...
8:56
საზოგადოებადარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილ დოკუმენტებზე იმსჯელა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე იმსჯელეს. საკითხები კომიტეტს რეგიონული განვითარე...
8:40
საზოგადოებაქედაში მანქანა მდინარეში ჩავარდა - დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა
ქედაში, სოფელ წონიარისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ცენტრალური გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა. დაშავებულე...
8:28
საზოგადოებასოზარ სუბარი: რომ არ ყოფილიყო ემზარ კვიციანის პირადი ინიციატივა კოდორი - ჭუბერი გზის გაჭრის, სოხუმიდან წამოსული რამდენიმე ათეული ათასი კაციდან, ასეულობით და ათასობით მსხვერპლი იქნებოდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის...
8:24
საზოგადოებათეა წულუკიანი: ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროებს, ჩვენი კომისია იძიებს „ნაცმოძრაობის" რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს, პირველ რიგში, მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის საქმიანობებს
მინდა გამოვეხმაურო იმ აჟიოტაჟს, რაც ჩვენმა წინა კვირის საქმიანობამ, ზოგიერთ მავნებელში და მათ მიერ პროპაგანდის მსხვერპლად ქცეულ ადამიანში გამოიწვია, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისი...