გივი მიქანაძე ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: ეს ადამიანები ვერ შემოდიან ვერანაირ დისკუსიაში იმიტომ, რომ იციან რომ ამ ველზე წაგებიან როლში არიან

რადიკალურ ოპოზიციას ეშინია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების, რადგან იცის, რომ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში წააგებს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.

„ლიბერალები, რომლებიც საქართველოში რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ ცდილობენ, რომ ყველანაირად უმცირესობა წარმოადგინონ უმრავლესობად, მაგრამ მთელი საზოგადოება ხედავს და მთელი დასავლური სამყარო ხედავს, რომ ისინი უმცირესობაში არიან“, - განაცხადა მიქანაძემ.

მიქანაძის თქმით, დღეს პარლამენტის სხდომები ძალიან ჯანსაღ ოპონირებაში მიმდინარეობს იმ ორ ძალასთან მიმართებაში, რომლებიც გამოეყვნენ „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ ფლანგზე ჩამოყალიბდნენ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მათ მიღმა არიან ოპოზიციური ძალები, რომლებიც ამ ქვეყნის ინტერესებზე არიან ორიენტირებული, კონსტრუქციული არიან და მათი მიზანი არის სწორედ იმ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება და იმ პოლიტიკური დაკვეთის უზრუნველყოფა, რომელიც მათი მცირეოდენი, მაგრამ მხარდამჭერების მხრიდან მომდინარეობს, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ, ის მავნებლური და დამაზიანებელი ძალები უნდა ჩამოსცილდნენ პოლიტიკურ სპექტრს და ეს ასეც იქნება. შესაბამისი პროცესები ამაზე მიუთითებს და საზოგადოების განწყობაც ამაზე მიუთითებს. ეს ადამიანები ვერ შემოდიან ვერანაირ დისკუსიაში და განხილვაში იმიტომ, რომ იციან, რომ ამ ველზე ისინი წამგებიან როლში არიან. ისინი ვერ ბედავენ იმიტომ, რომ ეშინიათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. იციან, რომ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში წააგებენ, როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ ექნება უმრავლესობა. შესაბამისად, ისინი იმიზეზებენ სრულიად აბსურდულ მიზეზებს, რომლებსაც არანაირი არგუმენტაცია და მტკიცებულება არ გააჩნიათ.

თუკი ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათთვის იქნება საზიანო, ისინი საზოგადოებასთან ყველანაირ კონტაქტს დაკარგავენ. მათ უკვე უარი თქვეს და დაკარგეს ისეთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, როგორიც არის საპარლამენტო ტრიბუნა, რომლიდანაც მათ შეეძლოთ რეგლამენტიდან გამომდინარე უამრავი ფუნქციის განხორციელება და ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება. მაგრამ, როდესაც ოპოზიცია ჯანსაღი არ არის, როდესაც კონსტრუქციული არ არის, როდესაც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებზე არ არის ორიენტირებული და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ, პირად ინტერესებზე არის ორიენტირებული, რა თქმა უნდა, მათ ვერანაირი მხარდაჭერა და პერსპექტივა ვერ ექნებათ. აქტიურად რომ არ იყვნენ ის გარე ძალები, რომლებიც თავისი გარკვეული განცხადებებით კიდევ სულს უბერავენ მომაკვდავ და, ფაქტობრივად, პოლიტიკური ველიდან გამქრალ ოპოზიციას, დღეს ეს ადამიანები სანთლით საძებარი იქნებოდნენ“, - აღნიშნა მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743095077

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: აგენტურული ძალები ჯერ კიდევ ლაპარაკობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, სინამდვილეში კი, განა არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ

 უკანასკნელ პერიოდში ხშირად ისმის კითხვა, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები. აგენტურული ძალები ყოველთვის ისე მოიქცევიან, როგორც დამფინანსებელი უ...

მამუკა მდინარაძე

1743093574

ახალი ამბები

მდინარაძე: აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით

 შეგახსენებთ, რომ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლა...

 მამუკა მდინარაძე

1743093102

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები

 საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები - ქვეყნის წინაშე საერთო, მტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პ...

მამუკა მდინარაძე

1743092466

მსოფლიო

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: პროტესტის დაწყების შემდეგ სამართალდამცველებმა 1 879 ადამიანი დააკავეს

 თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ პროტესტის დაწყების შემდეგ სამართალდამცველებმა 1 879 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ალი იერ...

თურქეთი

1743087496

საზოგადოება

ზაზა გოგავა - არ ვეთანხმები ევროსაბჭოს რეზოლუციის მუხლს სამხედროებთან მიმართებით

მე არ ვეთანხმები რეზოლუციის მუხლს სამხედროებთან მიმართებით, თქვენ მხარეს ვარ მაგაზე, – ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გე...

ზაზა გოგავა