გოგა ხაინდრავა - სააკაშვილს აქვს ნათქვამი, პუტინმა მითხრა, ნახე აჭარის საკითხი როგორ მშვიდობიანად გადაწყდა, ურთიერთობებს ისე თუ დავალაგებთ, როგორც საჭიროა, ცხინვალის რეგიონის პრობლემებსაც მოვაგვარებთო

სააკაშვილს აქვს ნათქვამი, პუტინმა მითხრა, ნახე აჭარის საკითხი როგორ მშვიდობიანად გადაწყდაო? ურთიერთობებს ისე თუ დავალაგებთ, როგორც საჭიროა, ცხინვალის რეგიონის პრობლემებსაც მოვაგვარებთო, – ამის შესახებ 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრმა, გოგა ხაინდრავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

გოგა ხაინდრავამ გაიხსენა სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, როდესაც სააკაშვილი რუსეთში დოღზე იყო დაპატიჟებული.

„ძალიან საინტერესო ამბავი ხდება, ზუსტად არ მახსოვს, გაზაფხულის ბოლოს თუ ზაფხულის დასაწყისში. ვლადიმერ პუტინი მოსკოვში მართავს დოღს, სადაც დაპატიჟებულია ესენგეს ყველა პრეზიდენტი თავიანთი ცხენებით, რათა იქ მიიღონ მონაწილეობა. დაპატიჟებულია სააკაშვილიც. აჭარის მოვლენებიდან ერთი-ორი თვე არის გასული, ახალი მომხდარია აჭარის მოვლენები. დელეგაციაში ვართ გელა ბეჟუაშვილი, სააკაშვილი მეუღლესთან ერთად, მე. კიდევ არ მახსოვს, ვიღაც შეიძლება იყო, მაგრამ იმ დოღზე, რომელიც მოსკოვის ჰიპოდრომზე გაიმართა, მიპატიჟებული ვიყავით სააკაშვილი ცოლთან ერთად, გელა ბეჟუაშვილი და მე. იყო დიდი სუფრა, სადაც პრეზიდენტები ისხდნენ ერთად, პატარ-პატარა სუფრებთან ვისხედით ესენგეს ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეები და ისინი, ვინც თან ახლდათ პრეზიდენტებს. დოღი რომ დამთავრდა, პუტინმა დაპატიჟა პრეზიდენტები, ცალკე სუფრა იყო გაშლილი სადღაც შენობაში. ჩვენ სხვაგან გაგვიშალეს სუფრა, ეტყობა ამდენი ხალხი იქ ვერ ეტეოდა. ძალიან საინტერესო იყო, რომ ელექტროქარი რომ არის პატარა, ორადგილიანი, გოლფის მოედანზე რომ დადის, ისეთი იდგა იქ, გასასვლელზე და პუტინი რომ გავიდა, სააკაშვილი დაისვა გვერდზე, იქით ალიევი იყო, ნაზარბაევი, სხვებიც იყვნენ, ყველას გვარი არ მახსოვს, ძალიან პატივცემული პრეზიდენტები იყვნენ. დაახლოებით ერთი საათი, საათ-ნახევარი გაგრძელდებოდა სუფრა. ჰიპოდრომი პატარაა, ამიტომ ჩვენი მანქანები იქ ვერ შემოვიდა, მარტო პრეზიდენტების მანქანები იყო შემოსული. სააკაშვილი ურეკავს ბეჟუაშვილს, რომელიც გვერდზე მიზის და ეუბნება, ახლა გამოვალ მანქანით, დამხვდით და მანქანაში ჩამიჯექითო. დავხვდით, ჩავსხედით მანქანაში და ბეჟუაშვილი ეკითხება, აბა, რა იყო, მითხარიო. რას ლაპარაკობ, მაგარი შეხვედრა გვქონდაო. ზუსტად სიტყვა სიტყვით გეუბნებით, რა თქვა სააკაშვილმა მანქანაში: პუტინმა მითხრა, ნახე აჭარის საკითხი როგორ მშვიდობიანად და კარგად გადაწყდაო? ხომ ნახე ყველაფერიო. ამიტომ, ჩვენ ურთიერთობებს თუ ისე დავალაგებთ, როგორც საჭიროა, ცხინვალის რეგიონის პრობლემებსაც მოვაგვარებთო ზუსტად ამ ურთიერთობებით, მეგობრიობითო. ოღონდ ერთი რამ მინდა, გითხრათო, ამას დრო დასჭირდება, დაახლოებით ერთი წელიო. მეც საზოგადოება მყავს, იქ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა აზრია და ეგრე მიყოლებით ამას ვერ გავაკეთებთო. სიჩუმეა მანქანაში. ბეჟუაშვილი ეკითხება, მერე შენ რას ფიქრობ? რის ერთი წელი, სად არის ერთი წელიო, ერთი წელი არა ისო. მაგას დავალაგებთ ახლავე, რომ დავბრუნდებითო. მაშინ მივხვდი და მაშინ გადავწყვიტე, რომ მიუხედავად იმისა, დიდი ბრძოლა იყო ჩემზე, ამ თანამდებობას არ დავტოვებ. დავბრუნდი თბილისში და ყველას გახსოვთ კარგად 2004 წლის ზაფხულის მოვლენები, როდესაც, პრაქტიკულად, სამხედრო კონფლიქტის პირას დავდექით ყველანი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743362685

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა საგამოძიებო კომისიაზე: მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის პერიოდს მივადექით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში

 მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის პერიოდს მივადექით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საგამოძიებო კომისაზე საუბრისას. „მთელმა მსოფლ...

გოგა ხაინდრავა

1743362248

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: აქციების დროს ჩვენ გვახსოვს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანია მიმდინარეობდა ძალიან აქტიურად ევროპული ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ, რითაც ახალისებდნენ იმას, რომ თურმე შეიძლება მისი გამოყენება

 აქციების დროს ჩვენ გვახსოვს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანია მიმდინარეობდა ძალიან აქტიურად, ევროპული ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ, რითაც პირდაპირ თუ ირიბად, ახალისებდნენ იმას,...

ლევან მაჭავარიანი

1743359579

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა უკავშირდებოდა ზუსტად იმას, რომ თავისი ბიზნესი და თავისი თავი როგორმე გადაერჩინა იმ თაღლითური სქემებისგან, რაც მერე გამოჩნდა

 ამბობ, რომ არ სცემ პატივს ქართულ კანონმდებლობას, არ მიდიხარ კომისიაზე, მაგრამ მერე იძულებული ხდები რომ გეშინია დაჭერის და შენ მიერ აღიარებულ არალეგიტიმურ სასამართლოში მიდიხარ, - განაცხადა გადაცემა „ი...

პოლიტიკოსი

1743359515

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, კარგად აწყობილი კავშირებით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია

 არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, კარგად აწყობილი კავშირებით შიგნით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“პარლამენტის თავმჯდომარის...

გია ვოლსკი

1743357834

მსოფლიო

გრენლანდიის პრემიერი - აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას

 აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენ...

გრენლანდიის პრემიერ