გურამ მაჭარაშვილი ბესიკ ხარძიანის ადვოკატს: იცოდით, რომ საპატიმროებში ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, ნახეთ, რომ პატიმარი იყო დათრგუნული და მიუხედავად ამისა, არ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ამ საქმისთვის ხელი არ მოგეკიდათ?

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბესიკ ხარძიანის გახმაურებულ საქმეზე, წილის იძულებით გადაფორმების დროს მინდობილობის გამფორმებელი ადვოკატი დავით კვაჭანტირაძე იკითხებოდა, კომისიის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა, კვაჭანტირაძის, როგორც მოქალაქის შეფასებით 2003-2012 წლებში ციხეებში არსებული მდგომარეობაზე.

„მაინტერესებს თქვენი აზრი არა როგორც ადვოკატის, არამედ, როგორც მოქალაქის 2003-2012 წლამდე ციხეებში არსებული სიტუაციის შესახებ, მით უმეტეს, რომ ხართ სისხლის სამართლის ადვოკატი და იქ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა გქონოდათ. როგორი იყო ციხეებში მდგომარეობა 2003-2012 წლამდე და 2012 წლიდან დღემდე?“

კვაჭანტირაძემ დეპუტატს უპასუხა, რომ 2003-2012 წლებში საპატიმროებში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ახლა კი მდგომარეობა გამოსწორებულია.

მაჭარაშვილი ადვოკატისგან ასევე დაინტერესდა, თუ რა რეაქცია ექნებოდა და რაიმე ეჭვი ხომ არ გაუჩნდებოდა მას, თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმართან სხვა ადვოკატს შეუშვებდნენ.

„იცოდით, რომ საპატიმროებში ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ნახეთ, რომ პატიმარი იყო დათრგუნული და მიუხედავად ამისა, არ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ამ საქმისთვის ხელი არ მოგეკიდათ?“

ადვოკატი ირწმუნება, რომ მინდობილობის გაფორმების დროს ის მხოლოდ კლიენტის ინტერესებიდან გამოდიოდა. რაც შეეხება ბესიკ ხარძიანის გახმაურებულ საქმეს, ადვოკატი ამბობს, რომ საქმის სიმძიმის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით გაიგო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742663671

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გარემოსდაცვით გლობალურ აქციას - „დედამიწის საათი“

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გარემოსდაცვით საერთაშორისო კამპანიას „დედამიწის საათი“, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტის სასახლის განათება ერთი საათით გაითიშა. „დედამიწის საათი“ გლობალური...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

1742661789

ახალი ამბები

შალვა ნათელაშვილი - სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია, რომლის ეკრანიდანაც არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები. იგივე ხდება „ტვ პირველზე“- ხაზარაძე ამაში მაინც მიბაძე იმ მაგარ ხალხს საიდანაც წარმოიშვი

 „სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია სარქისიანის პრემიერობისას, რომლის ეკრანიდანაც დღე და ღამ არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები.ზუსტად იგივე ხდება ბანკირ ოლიგარქ ხაზარაძის ტვ პირველზე იმ განსხვავ...

ბბნ

1742659408

ახალი ამბები

ირაკლი ბეროშვილი თბილისის „გრანდ სლემის" ბრინჯაოს პრიზიორია

 საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ირაკლი ბეროშვილმა (-81 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კანადელი ფრანსუა გოტიე დრაპუ დაამარცხა დ...

ირაკლი ბეროშვილი

1742657736

ახალი ამბები

ზაურ დვალაშვილი თბილისის „გრანდ სლემის" ბრინჯაოს პრიზიორია

 საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგი არნაუ არეგბა 20 წამში დაამარცხა. მე...

ზაურ დვალაშვილი

1742657626

ახალი ამბები

უბედური შემთხვევა ქობულეთში - კაცი სახლის სახურავიდან გადავარდა და დაიღუპა

 ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, შუა ხნის კაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მეზობელს ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავზე ფეხი მოუცურდა და ჩამოვარდა. კაცი ადგილზე...

პატრული