ილია ჭიღლაძე: ორმაგად ტრაგიკულია, გიორგი სანაიას მკვლელობის შემკვეთი დღევანდელი პრემიერის ოჯახის წევრი რომ სახელდება

დეკანოზი ილია ჭიღლაძე "ფორმულას" ეთერში გასულ სკანდალურ ინტერვიუზე წერს, რომელიც გიორგი სანაიას მკვლელობის ფიგურანტებს ეხებოდა:
"ვუყურე ვახო სანაიას შოკისმომგვრელ გუშინდელი ღამის გადაცემას, თვალწინ დამიდგა 20 წლის წინანდელი მასობრივი მკვლელობები და გატაცებები საქართველოში, რაც დღეს ბევრს აღარ ახსოვს და არც იმის აღიარება სურს, თუ ვინ გამოიყვანა საქართველო იმ ტოტალური ქაოსიდან, მასობრივი კრიმინალიდან!
პირდაპირ ეთერში 21 წლის შემდგომ ვახომ გახსნა მისი ძმის მკვლელობის საიდუმლო და გავიგეთ გიორგის მკვლელების ვინაობა.
ორმაგად ტრაგიკულია რომ შემკვეთი დღევანდელი პრემიერის ოჯახის წევრი სახელდება.
ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ დღეს ეს კლანი მიხეილ სააკაშვილს ასამართლებს.
ეს ეროვნული ტრაგედიაა.
ვახო სანაია კი გმირი ჟურნალისტია,ისევე როგორც მისი დაუვიწყარი ძმა.
P.S. ყოფილა განსხვავებული ვერსია განსვენებულ ეროსი კიწმარიშვილის, რომელიც ნუგზარ საჯაიას სდებდა ბრალს გიორგი სანაიას მკვლელობის შეკვეთაში.
არ ვიცი რამდენად სწორია, ამას ობიექტური გამოძიება უნდა ადგენდეს, ფაქტია თავად კიწმარიშვილის მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ასევე ბურუსით მოცულია.
უცნაურია, რომ საჯაიამაც ოფიციალური ვერსიით თავი მოიკლა, თუმცა არის ეჭვები რომ სინამდვილეში მოკლეს",- წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
ჟურნალისტი და გადაცემა „ღამის კურიერის“ წამყვანი, 26 წლის გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს მოკლული საკუთარ ბინაში იპოვეს.
ამავე თემაზე:
1741608776
ახალი ამბებიგიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩია...
1741607051
ახალი ამბები„ტელეკომპანია „იმედის“ დატოვების შესახებ გავრცელებული ცნობა დეზინფორმაციაა“ - ნიკოლოზ წულუკიძე
გავრცელებული ინფორმაცია, რომ წამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა სიცრუეა. ამის შესახებ მან ახალი ამბების საინფორმაციო სააგენტო „ნიუს ჰაბს“ განუცხადა. წულუკიძის განმარტებით, იგი ტე...
1741606380
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, არიან განულებულები და ერიდებიან იმას, რომ მათი რეიტინგი არჩევნებში გამოჩნდეს
„არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება, თუ რა რეიტინგი აქვთ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1741605516
ახალი ამბები11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...
1741604917
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი
„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...