ილია მეორე: ღმერთი იყოს მფარველი და მაკურთხებელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციის წევრები  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდნენ. 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, კონგრესმენებმა მადლობა გადაუხადეს პატრიარქს გულთბილი მიღებისათვის.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე წამოჭრილი თითოეული პრობლემა და წუხილი აუცილებლად იქნება მიწოდებული აშშ-ის შესაბამისი უწყებებისადმი; ამასთან, დასძინეს, რომ ისინი ძალ-ღონეს არ დაიშურებენ „ქართულ-ამერიკული მეგობრობის განვითარებისა და გაღრმავებისათვის“, - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

შეხვედრის დასასრულს ილია მეორემ კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა ყურადღებისათვის, თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.

„ღმერთი იყოს მფარველი და მაკურთხებელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსი“, - განაცხადა პატრიარქმა.

კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთი ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთი ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი), ასევე, აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული ქ. სან-დიეგოში მელორ წიფურია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

კონგრესმენთა დელეგაციის ოფიციალური მასპინძელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. კონგრესმენების ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738681092

მსოფლიო

უკრაინა მზად არის, 2025 წლის ბოლომდე არჩევნების ჩატარების საკითხი განიხილოს - აშშ-ში უკრაინის ელჩი

უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ოქსანა მარკაროვას განცხადებით, ამ დროისთვის ამერიკულ მხარესთან უკრაინაში 2025 წლის ბოლომდე არჩევნების ჩატარების აუცილებლობის საკითხი არ განხილულა, თუმცა, მისი თქმით, თუ აშშ-ის...

 აშშ-ში უკრაინის ელჩი

1738680550

საქართველო

ლევან მაჭავარიანი USAID-ზე: ტრამპი და მასკი პირდაპირ ადანაშაულებენ ამ ფონდებს, რევოლუციების მოწყობაში და მავნებლურ საქმიანობაში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი USAID-ის საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის სკანდალი და სერიოზულ...

ლევან მაჭავარიანი

1738679512

ახალი ამბები

იაშვილის კლინიკა - გავრცელებული ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება, ამ დიაგნოზით მკურნალობს მხოლოდ ერთი პაციენტი

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს კლინიკაში 120 ბავშვი იმყოფება, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინტოქსიკაც...

ააა

1738677119

საზოგადოება

სროლა შვედეთის ერთ-ერთ სკოლაში - დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა

შვედეთის ქალაქ ორებროს ერთ-ერთ სკოლაში სროლა იყო, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება. „ხუთ ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს“, - აღნიშნა პოლიციამ. მ...

პოლიცია

1738674931

ახალი ამბები

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული არიან: 1991 წელს დაბ...

ვიეტნამელ კაცს საკარანტინო წესების დარღვევისა და ადამიანების კორონავირუსით დაინფიცირების ბრალდებით 5 წელი მიუსაჯეს