ილია მეორე - სწორედ 31 მარტის რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს და საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა

„გილოცავთ საქართველოს ტერიტორიაზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს“, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მისალოც ტექსტში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. 

როგორც ილია მეორე მისალოც ტექსტში აღნიშნავს, სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა.

„34 წლის წინ, 31 მარტს, ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი (მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) და მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთადერთ კითხვას – „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ – დადებითად უპასუხა.

სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს, ჩვენი ერისა და, საერთოდ, საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა. გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და მონაპოვარს და, ასევე, ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს“, –  ნათქვამია პატრიარქის მისალოც ტექსტში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743537867

სპორტი

კვარაცხელია საფრანგეთის თასის მატჩს ავადმყოფობის გამო ტოვებს

ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა „პარი სენ-ჟერმენის“ სამატჩო განაცხადში საფრანგეთის თასის ნახევარფინალში, რომელშიც პარიზელები „დიუნკერკს“ ხვდებიან. ფრანგული ტელეკომპანია RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-ის ქართვე...

ხვიჩა კვარაცხელია:

1743533541

მსოფლიო

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია როგორც ვოლოდიმირ ზელენსკით, ასევე ვლადიმირ პუტინით

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია როგორც ვოლოდიმირ ზელენსკით, ასევე ვლადიმირ პუტინით. „შემიძლია გავიმეორო ის, რაც პრეზიდენტმა გ...

მსოფლიო

1743530468

საზოგადოება

ბათუმის „დინამომ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა

ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის გადადებული შეხვედრა ბათუმში გაიმართა – ბათუმის „დინამომ“ „დინამო“ თბილისი 1:0 დაამარცხა. „ბათუმი არენაზე“ შეკრებილმა შვიდი ათასამდე გულშემატკივარმა საინტერესო შეხვედრა იხი...

დინამო

1743530218

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: მივმართავ იმ ახალგაზრდებს, ხომ გაფრთხილებდით? მიხვედით იქამდე, რომ ტაშს გაკვრევინებდნენ გუშინ ბელადის პლაკატებზე?

მე მივმართავ იმ ახალგაზრდებს. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდით თუ არა, რომ ე.წ. თვითმარქვია პრეზიდენტის უკან სააკაშვილის, ამათი ბელადის აფრიალებული დროშები თუ პლაკატებია, - განაცხადა დიასპორისა და კავკას...

ირაკლი ზარქუა

1743523722

მსოფლიო

აშშ-ის სახაზინო მდივანი - აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დ...

აშშ-ის სახაზინო მდივანი