"იმ კარავში თუ სეფაში წამოწოლილ, მოტყუებულ ან 100-100 ლარის მომლოდინე ადამიანებს მინდა ვუთხრა" - იუნა შაფათავას პოსტი

"რა მაგარი კომენტარია, ნახეთ" - ამ სათაურით, პოსტს იუნა შაფათავა საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე ავრცელებს.

 

“ცივი დეკემბრის მიწურული... უზარმაზარი კარავი... ჭრელ ლეიბებზე წამოწოლილი ქალები და კაცები მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული მიხეილ სააკაშვილის წიგნებით ხელში.

ანტისანიტარიული მარაზმი მსოფლიოში მძვინვარე პანდემიის დროს, ქალობისა და მამაკაცობის სრული იგნორირება.

აპოკალიფსი, ტვინის გარდაცვალება... სახის ნაკვთებისა და კიდურების უნებლიე მოძრაობები შემორჩენილი რეფლექსებით.

ნიკანორ მელიას თვალებში ჩამდგარი ცხოველური შიში, რომ პასუხი მოეთხოვება... მისი აბდაუბდა ლაპარაკი, ლოგორეა.

თავიანთი ბელადიანად ამ სულით უბადრუკ და ფიზიკურად ლაჩარ ვითომ ლიდერებს ხომ არც გამარჯვება შეუძლიათ და არც დამარცხება, ისინი ბოლოს ერთმანეთს ჭამენ. ეს არის ბოროტმოქმედთა ბანდის კოდექსი, მატრიცა.

იმ კარავში თუ სეფაში წამოწოლილ მოტყუებულ ან 100-100 ლარის მომლოდინე ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ასეთი რამ ბოლოს გაიანას ჯუნგლებში მოხდა. ამერიკელმა ჯიმ ჯოინსმა ჩამოაყალიბა სექტა "ადამიანთა ტაძარი" მასში გაერთიანებულები ამ სალახანას ღმერთად თვლიდნენ. 

ამ ადამიანების ბედზე აღარაფერს დავწერ, არ მინდა შეგაშინოთ, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ იმ ჯუნგლებიდან, სადაც ამ მქადაგებელმა გაიყვანა, ისინი უკან აღარ დაბრუნებულან.

წადით ჩემო კარგებო სახლებში, თქვენს ახლობლებთან გაითენეთ ახალი წელი და ქრისტეშობა.

რაც შეეხება ლიდერებს, მათ ელდა ნაცემ, ნირწამხდარ სახეებზე იკითხება, რომ კარგად იციან, როგორც ფეხებზე გამობმული წისქვილის დოლაბები, ისე მიითრევს სააკაშვილი ფსკერისკენ და ღამის კოშმარებში ხედავენ იმ სცენებს თვითონ როგორ ჩაძირეს ადამიანები ზღვაში, დახოცეს ქუჩებში. ყველაზე ხელიდან წასულ ნაძირალა მკვლელსაც კი ეცხადება და ტანჯავს მოკლულის აჩრდილი.”

ქალის დაწერილია. სახელს არ ვწერ

და ჩვენი პრეზიდენტი ამ სექტასთან “შერიგების” პროცესშია, მაშინ, როცა ტირანის უსამართლოდ დაპატიმრებულები მეორე ათეულ წელს ითვლიან ციხეებში, მათ მიერ მოკლულ-ნაწამები ხალხის იარები ჯერ არ დაცხრა და თვითონ სისხლისმსმელის დასი და “ბელადი” თავისუფლებას ითხოვენ, უარესი ჯალათობის სუნით მთვრალები… 

გამაღვიძეთ ვინმემ, ეს საქართველოს 2021 წელი იწურება.

ასტვაწ, ეს ინჩა კატარვუმ.

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740770674

მსოფლიო

ილონ მასკი: ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი ხალხის თვალში გაანადგურა

 აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება. „ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი...

ილონ მასკი

1740770546

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ სუსში განაცხადეს. ცნობისთვის, გავრცელებული...

ზოგადი

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი

1740767388

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...

ტრამპი