მე არ მომწონს მიშას აღვირახსნილობა და სექსი რომ ჰქონდა ყველა ტუალეტში, ქალთა ჩაგვრა საპატიოდ ითვლებოდა - იუნა შაფათავა

მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"მოკლედ, 2 სიტყვის თქმა მსურს, რადგან არ მომწონს რა ხდება, ქართული სიბნელე უკუნითია და უსასრულო.
კი, მე ის ქალი ვარ, რომელიც ვდებ ყოფილი პრეზიდენტის სექსუალური ჰარასმენტის ნებაყოფლობით თუ ძალადობის მსხვერპლთა ფოტოებს- ხაზს ვუსვამ 2 მომენტს, რადგან საქართველოს ჩამორჩენილობა დაეწიოს იდეას:

1. ქვეყნის პირველი პირი და საჯარო პირები, უნდა იყვნენ ყურადღებით, თავისი სექსუალური ცხოვრების გასაჯაროებისგან, რასაც, სამწუხაროდ, ამჟამად გამოძიების პროცესში და დილეგში მყოფი ექს პრეზიდენტი არ ითვალისწინებდა, მიუხედავად თავისი ოჯახური სტატუსისა, ჰყავდა მეუღლე და შვილები; და უამრავი “საყვარელი”, რის აფიშირებაც ხდებოდა და ქვეყნის და კერძოდ ჩინოვნიკთა მორალურ ქცევაზე დაუყოვნებლივ აისახა; ასევე, კარიერული წინსვლის სანაცვლოდ ქალის ლოგინში ჩათრევა არის დანაშაული; ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი: ქალის ზნეობრივი დაცემა კაცის ბრალია, დამნაშავეა კაცი, ყველა შემთხვევაში!

2. ყველა ქალი, მაღალჩინოსანთან სექსუალური კონტაქტის დროს, განიხილება, როგორც სექსუალური ძალადობის და ძალაუფლების გადაჭარბების მსხვერპლი; ეს არის აქსიომა.
მაგრამ: არსებობს გამონაკლისები, რომელშიც კანონი ვერ ჩაერევა, თუ ადამიანს შეუყვარდა სხვა ადამიანი და ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტა. აირჩია ბედნიერება.
სიყვარული არ სცნობს კანონებს. პრინცმა ჩარლზმა ასეთი ქცევის გამო დიანა დაკარგა და უარი თქვა სამეფო ტახტზე, შეუფერებელია ოფიციალური საყვარლის ყოლა, როცა ხარ საჯარო პირი, მითუმეტეს პირველი.
რაც შეეხება ბავშვებს.
ეს თემა ხელშეუხებელია.
არასოდეს, არავის აქვს უფლება, ბავშვებზე ილაპარაკოს და განიხილოს, ბავშვის სტატუსი. ხელშეუხებელია. ბავშვს ყოველთვის ყავს დედა და მამა, ოჯახის სტატუსი არავისი საქმე არაა.
კიდევ ერთხელ: ეს არ ეხება საჯარო პირის აღვირახსნილობას, პასუხისმგებლობას არ უხსნის, პირიქით, უმატებს.
წინასწარ ვიხდი ბოდიშს ქვემოთ სახელების დაწერის გამო, მაგრამ იძულებული ვარ ეს გავაკეთო, პატარა გოგოს დასაცავად:

ულამაზესი ალექსანდრას ცხოვრება მისი პირადია. უდაოდ, ერთ ერთი ყველაზე ლამაზი ქალია დღევანდელ საქართველოში.
და მას არ აქვს რომანი საჯარო პირთან.
ცხოვრებაში ყველაფერი ხდება; ადამიანები ქორწინდებიან, ცხოვრობენ ერთად, ყავთ ბავშვები და ადამიანები შორდებიან ერთმანეთს.
ამას “ოჯახის დანგრევა” ჰქვია ქართულად.
მაგრამ სინამდვილეში, ოჯახს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აქვს არსებობის ციკლი და ვადა.
ძალით არავინ არავისთან რჩება. ეს ცხოვრებაა.

კი, ეს მე დავდე კოდუა ჩინოვნიკის ფოტო საყვარელ ქალთან, მაგრამ უს ჩინოვნიკია და მაგალითად დავდე, მიშას მთავრობის “მორალის” საჩვენებლად. აქვე სამართლიანობისთვის ვიტყვი, ოცნების მთავრობა ერთმანეთში ჩახლართული სექსუალური ურთიეეთობებით არანაკლებ სცოდავს.
მაგრამ ახლა სხვა რამეზე ვწერ:
არ შეიძლება ახალგაზრდა ლამაზი ფეხმძიმე გოგოს საყოველთაო ბულინგი. მითუმეტეს მისი რჩეული, თუგინდ ცნობილი კაცი, არ არის საჯარო პირი. არავის აქვს უფლება საჯაროდ მათი პირადის გარჩევის.
მე ეს დაუშვებლად მიმაჩნია.
არავინ არავის არ ართმევს.
სიყვარული კანონებს არ ექვემდებარება და ანნა კარენინას დრო მორჩა, როცა ქალს რიყავდნენ საზოგადოებიდან მისი პირადი ცხოვრების გამო !!!!

ყველა ქალს აქვს ბედნიერების უფლება და თითოეული იბრძვის ამისთვის, როგორც შეუძლია!
კი, ვიცი სქრინების და ჭორების ამბავი და არ მაინტერესებს.
ეძიეთ ბედნიერება, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად და იბრძოლეთ თქვენი ბედნიერებისთვის!
ოთარაანთ ქვრივი მაინც გაიხსენეთ, გიორგიზე რომ
ამბობს: მიდის, თითქოს თოკით ექაჩებიან!!!
მე ბედნიერებას ვუსურვებ ალექსანდრას და ყველა ქალს, ვისაც უყვარს, უყვარდა და სიყვარულის შედეგად სიყვარულის ჯილდო- შვილი ყავს!!!
კი, მე არ მომწონს მიშას აღვირახსნილობა და სექსი რომ
ჰქონდა ყველა ტუალეტში და ქალთა ჩაგვრა მათი იმედით, რომ კარიერას აიწყობდა, საპატიოდ ითვლებოდა!
ჩემი, როგორც ქალთა ადვოკატის ვალია, დავგმო ასეთი უპასუხისმგებლო ქცევა, მაგრამ არასოდეს, არავის არ მივცემ უფლებას, ჩემი თანდასწრებით ვინმეს შვილებზე ცუდი ილაპარაკოს ან დაღი -სიტყვები მიაშვიროს, ქალს.
განაცალკევეთ ვიწრო ხედვა რეალური ობიექტური სურათისგან.
ჩემი ბებია ბაბუა და დედმამა მთელი ცხოვრება ერთად არიან. ამან არანაირი ზეგწვლენა არ მახდინა ჩემზე და მე ავირჩიე აბსოლუტურად თავისუფალი და დამოუკიდებელი ცხოვრება, რასაც სხვები “მარტოობას” უწოდებენ. მაგრამ ეს ჩემი არჩევანია.

მე სიყვარულის ძალიან დიდ სურათს ვხედავ და მასში არ არის გათვალისწინებული სხვა ქალების სიყვარულის და მითუმეტეს შვილების საჯარო განხილვა.
ჩემს ირგვლივ, სიყვარულს პატივს სცემენ.
არავინ იცის, რამდენ ხანს გრძელდება სიყვარულის ეიფორია. 1 დღე, 1 კვირა, 1 წელი თუ მთელი ცხოვრება. ნუ უფუჭებთ ადამიანებს ბედნიერების მომენტებს.
შეინახეთ თქვენთვის, საკუთარი აზრი და საკუთარ ცხოვრებას მიხედეთ.
სულ ეს მინდოდა მეთქვა.

ბედნიერებას ვუსურვებ ალექსანდრას და ყველა ქალს, საკუთარ არჩევანში  პს შევეცდები კომენტარების ფუნქცია ჩავხსნა. აზრი არ მაინტერესებს არავისი. იმედია ოდესღაც ფეისბუქუც დააყენებს ამ ფუნქციას. იქამდე გთხოვთ, ვიწრო ხედვას ნუ მახვევთ, მადლობა", - წერს იუნა შაფათავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 "საავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებსო, ამბობენ ექიმები, კი უნდა გადავიდეს, მაგრამ რომელი პროფილის იქნება ეს საავადმყოფო, აი ეს არის საკითხავი" - ლევან ნიკოლეიშვილი

🔴 "სააკაშვილ-ივანიშვილი ფინალურ ბრძოლას მართავენ და ეს პროცესები 2022 წელს დასრულდება" - რას პროგნოზირებს ასტროლოგი რამაზ გიგაური

🔴 ჰოსპიტალიზაციაზე არის თანახმა, მაგრამ პრობლემაა, სად, როგორ და როდის - სააკაშვილის პირადი ექიმი

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740813527

ახალი ამბები

„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი

მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...

სოზარ სუბარი

1740810738

მსოფლიო

„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდ...

ტრამპი და ზელენსკი

1740809203

ახალი ამბები

„აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ არ ექნება გარანტიები“ - გიორგი ვოლსკი

„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა, გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერ...

პოლიტიკოსი

1740774385

ახალი ამბები

კონსტანტინე ზარნაძე: ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა

 თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თეთრ სახლში ამერიკელ და უკრაინელ დელეგაციებს შორის გამართუ...

კონსტანტინე ზარნაძე

1740773270

მსოფლიო

მარკო რუბიო ტრამპს: მადლობა იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესებს იცავთ - ამერიკა თქვენთანაა!

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ ოვალურ კაბინეტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ მედიაში ეხმაურება. „მადლობა, პრეზიდენტო, იმისთვის, რო...

მარკო რუბიო