ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ჩვენი ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წელი შეუსრულდა. საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ჩვენი ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუკზე წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქვეყნის მეცნიერებისა და განათლების განვითარებას და მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, შემოქმედებით და საზოგადოებრივ ცხოვრებას.
„თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წელი შეუსრულდა. საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ჩვენი ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. იგი ათასწლოვანი საგანმანათლებლო ტრადიციების გაგრძელებაა, რომელიც დაარსების დღიდან მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და განათლების განვითარებას, არამედ მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, შემოქმედებით და საზოგადოებრივ ცხოვრებას.
დღეს მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ უნივერსიტეტის დამფუძნებელთა - ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის, კონსტანტინე აფხაზის, ექვთიმე თაყაიშვილის, დიმიტრი უზნაძისა და სხვა დიდ მამულიშვილთა ღვაწლს. პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საკუთარი ცხოვრება დედაუნივერსიტეტს მიუძღვნა.
პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით კვლავაც თანადგომას ვპირდები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, თითოეულ პროფესორს, სტუდენტსა და თანამშრომელს. მათთან ერთად ყველა კურსდამთავრებულს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას ვულოცავ დღევანდელ დღეს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ასევე საინტერესოა:
🔵 ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში სცემეს - უკავშირდება თუ არა მომხდარი საქართველოში მის საქმიანობას?
🔵 სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორი დააკავეს
1741550966
ახალი ამბებილევან მახაშვილი: იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთანმ, პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“
„ იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან. მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფ...
1741550024
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ქართულ ოპოზიციას და ბრიუსელის ბიუროკრატებს ერთი და იგივე დამკვეთი ჰყავთ - „დიფ სთეითი“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ იცის, თუ რა პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“ და რა არის „ქართული ოცნების“ გზავნილები. დეპუტატ...
1741548815
ახალი ამბებინინო წილოსანი: რასაც ვადევნებთ თვალყურს, მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო
ფაქტია, რასაც ვადევნებთ თვალყურს მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო. სწორედ ამ პროცესების ნაწილი...
1741547534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად და მათზე შეტევა ნიშნავს პირდაპირ შტურმს სახელმწიფოზე
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარი...
1741545611
სპორტიგურამ თუშიშვილი ოქროთი დაბრუნდა!
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში თავის პრინციპულ მეტოქეს, ჩეხ ლუკაშ კრპალეკს სძლია და ტურნირზ...