ის, რომ ბიძინამ არ, უფრო სწორად, ვერ დაიჭირა ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი, ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ასე თუ ისე რაღაც დონეზე მაინც უწევს ანგარიშს პოლიტიკურ კონიუნქტურას და დასავლეთის ფაქტორს - დავით ზურაბიშვილი

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი, ე.წ. “ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ის, რომ ბიძინამ არ, უფრო სწორად, ვერ დაიჭირა ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი, ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ასე თუ ისე რაღაც დონეზე მაინც უწევს ანგარიშს პოლიტიკურ კონიუნქტურას და დასავლეთის ფაქტორს. აბა ქართველი ხალხის რისხვის შეეშინდაო, ვერ დავაბრალებთ, რადგან ასეთი რისხვის მოლოდინი არც მას და არც არავის არ ჰქონია, ისევე როგორც ვერ დავაბრალებთ ზედმეტ ჰუმანიზმს და გულმოწყალებას.
კარგი იქნება თუ ოპოზიციური ძალები სამომავლოდ მაინც გაითვალისწინებენ ამას და გააცნობიერებენ, რომ ამ ხელისუფლების შეცვლას სჭირდება არა შესკდომა და წელში შევარდნა მისი გადატეხვის მიზნით, არამედ სერიოზული, მრავალგანზომილებიანი, ეტაპობრივი და მეთოდური მუშაობა და ბოლოს და ბოლოს შეეშვებიან ისეთი მავნებლური (და საბოლოო ჯამში ამ ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი) იდეების გაღვივებას, როგორიცაა: რა აზრი აქვს არჩევნებს როცა არჩევნები არ გვაქვს, რა აზრი აქვს პარლამენტში ყოფნას როცა პარლამენტი არ გვაქვს, რა აზრი აქვს ინსტიტუციების გამოყენებას როცა ინსტიტუციები არ გვაქვს და ა.შ.",-წერს დავით ზურაბიშვილი.
ამავე თემაზე:
🔵მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
1741955271
ახალი ამბები„მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობის ფორმების, მათ შორის იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებით“ - არჩილ გორდულაძე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტზე ისაუბრა, რომლის ა...
1741953766
ახალი ამბები„ქართული ოცნება“: ტერორისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა
ტერორისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში, რომლითაც პარტია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მორიგ გლობალურ ანგარიშს ეხ...
1741953015
ახალი ამბები„ნაკლებად მჯერა ზურაბიშვილის ლიდერობის, ხაზარაძეს ფული აქვს და ის იჩალიჩებს ლიდერობაზე“ - იაგო ხვიჩია
„ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი უკვე გაერთიანებული არიან და რამდენად უფრო შეამჭიდროვებენ ერთმანეთთან ჩახუტებას, ვერ გეტყვით, მაგრამ წარმატებას ვუსურვებ, რადგან ჯერ კიდევ ქარტიამ გააერთიანა ეს ხალხი, შ...
1741952765
ახალი ამბებივოლსკი ჩეხეთის სენატის მიერ მიღებულ ანტიქართულ რეზოლუციაზე: ამ კომიტეტსაც სირცხვილი, სამარცხვინო და უსამართლო ქმედებაა
„სამარცხვინო და უსამართლო ქმედებაა, სირცხვილი ამ კომიტეტსაც“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ ანტიქართულ რეზოლუციას. მისი...
1741949034
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ნარკოტიკების გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში, ვინც ამის წინააღმდეგია, ის არის საქართველოს მომავლის წინააღმდეგი
„ნარკოტიკების გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში“, - განაცხადა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ...