მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
„ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ ისინი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს რაც საზოგადოებამ ნახა, ეს არის იმ თაღლითობის გაგრძელება, რომელსაც ჩადიოდა პროკურატურა მთელი ამ დროის განმავლობაში.
„მინდა, ყველა თქვენგანს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენ მივიღეთ და დღეს განსაკუთრებით მინდა, ყველას დიდი მადლობა გითხრათ. ეს ბრძოლა, რასაც ჩვენ გავდივართ, ღირს, რადგან ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. რაც ვნახეთ, ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც ჩადიოდა პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რადგან ცხადია, არანაირი ნიშანწყალი არ ყოფილა არასდროს, არანაირი ფულის გათეთრების, ან რაიმე დანაშაულის. ამიტომ, ახლა რაც მოსამართლემ გამოაცხადა, მან შეცვალა ის მუხლი ფულის გათეთრების, მოახდინა მისი გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, თუმცა ძველი მუხლით მოგვისაჯა შვიდი წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება, შესაბამისად, გაგვათავისუფლა პასუხისმგებლობისგან.
ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს. ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და ჩვენ იმავეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც და ჩვენი ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში. ასე რომ, ყველას დიდი მადლობა. ბრძოლა გრძელდება. ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და მოვიყვანთ ბოლომდე, სიმართლე დადგინდება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევა
1736946610
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8446 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8448 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1736943513
ახალი ამბებივარლამ ლიპარტელიანი: სამწუხაროდ, იქ არ ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა, თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია, საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა
„თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია, საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა საკადრისი პასუხი, თუმცა სამწუხაროდ, იქ არ ვიყავი როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს მე...
1736942251
ახალი ამბები„ამ დაპირისპირების ინიციატორი გახარია იყო და კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს“ - თამთა მეგრელიშვილი
„კადრში ნათლად ხედავთ, რომ გიორგი გახარიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დიტო სამხარაძეს და მასთან მყოფ ადამიანებს და მათგან შესაბამისი პასუხი მიიღო, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, გავ...
1736940214
ახალი ამბები„იმედი“ ავრცელებს მასალას, სადაც ჩანს, რომ ფიზიკური კონფლიქტი გიორგი გახარიას მიერ დიმიტრი სამხარაძისთვის ჭიქის სროლით იწყება - ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეო
ვიდეო კადრები სასტუმრო შერატონის მისაღებიდან - ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა მასალა, სადაც ჩანს, რომ ფიზიკური კონფლიქტი იწყება გიორგი გახარიას მიერ დიმიტრი სამხარაძისთვის ჭიქის სროლით. ამ კადრის შემ...
1736936868
ახალი ამბებიპროკურატურა - მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას
საქართველოს პროკურატურა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ინფორმაცია...