„ისე რა კაცურად იწყებ და როგორ ქალბატონივით ამთავრებ ხოლმე ვახუშტი“ - მსახიობი ბესო ზანგური ჟურნალისტ ვახო სანაიას ეხმაურება

„ისე რა კაცურად იწყებ და როგორ ქალბატონივით ამთავრებ ხოლმე ვახუშტი“- ასე ეხმაურება მსახიობი ბესო ზანგური ჟურნალისტ ვახო სანაიას.
„ბატონმა ვახო სანაიამ ახალი სტატუსი მომიძღვნა და სარკასტული ხუმრობები უწოდა იმ უმიზეზო ბულინგს რასაც ჩემზე ეწეოდა… მაგრამ სამწუხაროდ საფლავზე ნათქვამი სიტყვა მკვდარს არ ჩაესმის… ადამიანს რომ მოკლავთ გაანადგურებთ და მერე უსურვებთ იმას რომ ნათელში იყოს მანდ უკვე მხოლოდ სურვილია თქვენი დანარჩენი უფლის საქმეა…
საბედნიეროდ ულუკმაპუროდ და კრიზისში არასოდეს დავრჩები მაქვს განათლება და ნიჭი იმის რომ ვიყო კარგად და ასევე მყავს სამეგობრო ვინც ამას არ დაუშვებს. სამწუხაროა რომ მითი ადამიანობის შესახებ თქვენვე დაამსხვრიეთ და ამას ხალხი უყურებს…
და ხალხი ბრძენია და ხალხს ფიქრის უნარი აქვს… განსჯის უნარიც და ხედვის:თუ როგორ დაუნდობლად მექცევა ბოროტების მანქანა რომელსაც “თქვენ” გქვიათ.
მე გულწრფელად და არა ხუმრობით გისურვებ ბედნიერებას ბატონო ვახტანგ. სულ ესაა.
პ.ს.ისე რა კაცურად იწყებ და როგორ ქალბატონივით ამთავრებ ხოლმე ვახუშტი,“- წერს ბესო ზანგური.
ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „გასაგებია, ბესო ზანგური როგორც და რატომაც დაასაქმეს იქ, სადაც დაასაქმეს.
„ისიც ვიცი, რომ ზოგადად ნორმალურ ქვეყანაში პრობლემაა მსგავსი დასაქმება.
სხვათა შორის, მლანძღავდა სრულიად უმიზეზოდ. ალბათ იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის ესიამოვნებინა ან რამე მსგავსი. მერე ვიფიქრე, ვიხუმრებ მეთქი.
რამდენიმე დღე ვწერდი, ჩემი აზრით, სარკასტულ რამეებს, მაგრამ შემდეგ გავჩერდი… ერთი სიტყვით, ვიცი, რომ სისულელე დავწერე, ყველანაირად არასწორია ეს სტატუსი, მაგრამ ადამიანურად არ მინდა, რომ ულუკმაპუროდ დარჩეს,“- დაწერა ვახო სანაიამ.
ასევე საინტერესოა:
🔵 „კვირა კარგი ამბებით დავიწყოთ“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე კორონავირუსზე
🔵 სკოლებსა და ბაღებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს
1741616542
საზოგადოებაგორში 80 წლამდე კაცი მოკლეს
გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვოლოგდის დასახლებაში დღეს მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს....
1741612495
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7776 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1741611656
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში
„რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში, რათა საქართველოსთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა შეეჩერებინათ“...
1741610593
ახალი ამბები„ჯგუფებმა, რომლებიც მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციას იყვნენ ამოფარებულები, ახლა გადაინაცვლეს ბალტიისპირეთის მიმართულებით - მათი ამოცანაა, გაგვაშაონ, სანქციები დაგვიწესონ და შემდეგ აგენტურა დასვან აქ“ - ირაკლი ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ეხმაურება მამუკა მდინარაძის Facebook პოსტს, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი წერს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან...
1741608776
ახალი ამბებიგიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩია...