„ისეთი პირი უჩანს, ჩემს სადღეგრძელოს - Да зравствует украинско-грузинская граница на урале განხორციელება უწერია“ - ირაკლი ოქრუაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში 2005 წელს, კიევში დსთ-ს შინაგან საქმეთა მინისტრების სამიტის შესახებ წერს.
„ისეთი პირი უჩანს, ჩემს სადღეგრძელოს განხორციელება უწერია.
რა სადღეგრძელოსო – იკითხავთ. 2005 წელია, კიევში დსთ-ს შინაგან საქმეთა მინისტრების სამიტი ტარდება. მაგისთანა “სანახაობას” როგორ გამოვტოვებდი. ის დროა პოსტსაბჭოთა სივრცეში მურმანის ეკალივით რომ ვართ ვარდების რევოლუციის მერე და ყველა მსგავს შეხვედრაზე ბებერი კომუნისტები და “კაგებეშნიკები” ზემოდან და ამრეზილად რომ გვიყურებენ.
ეგეთი შეხვედრები სამი ნაწილისგან შედგება: “პრეზენტაცია, დისერტაცია და დესერტაცია”. რა თქმა უნდა დესერტაცია ყველაზე საინტერესო და მთავარია, ოღონდ ევროპული სამიტების დესერტაციასავით არ გეგონოთ კულტურული “ალა ფურშეტით” რომ მთავრდება.
პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი შეხვედრების დესერტაცია კაპიტალურ დაასხი-დალიეს ნიშნავს. პროტოკოლმა წინასწარ გამოგვიცხადა “დესერტაციაზე” არავითარი მოადგილეები, დაცვა და თანაშემწეები, მხოლოდ მინისტრები იქნებითო.
ჩაგვსხეს მანქანებში და დნეპრთან გემს მიგვაყენეს. ავედით გემზე და დარბაზში რომ შევედი მივხვდი ცუდად იყო ჩემი საქმე. ცუდად იმიტომ, რომ არაყის გარდა ეგენი სხვას არაფერს დალევდნენ, არაყს კი დასანახავად ვერ ვიტან, უარი მანდ არ მიიღება და გემიდან სად გავიპარებოდი, თან მთელი იერიში და არტილერია ჩემკენ იქნებოდა მომართული.
გადავწყვიტე არ დავნებებულიყავი და ბრძოლის ველზე გმირულად მაინც დავცემულიყავი. ერთი ის მაიმედებდა, რომ რუსეთის მინისტრი ნურგალიევი ჩია კაცი იყო, არათუ მსმელის არაფერი ეტყობოდა, სულ ჯანმრთელობაზე და ქოლესტერინის მატებაზე წუწუნებდა.
თამადობა ბელორუსმა ითავა. სომეხმა, ბელორუსმა და ყაზახმა თავიდანვე მოიტანეს იერიში ჩემზე, მას მერე განსაკუთრებით, რაც ყველა ოფიციანტი მე უფრო დამტრიალებდა (სხვა მინისტრებთან შედარებით მინიმუმ 30 წლით ახალგაზრდა ვიყავი). ჩვენთან შედარებით ახალგაზრდა ხარ – მეტი და გაბედულად უნდა დალიოო, არ მეშვებოდნენ კარგა ხანს.
დაძალების სამ-ოთხ შეტევას გავუძელი ორი საათის განმავლობაში და ბოლოს ვიფიქრე მაინც მომკლავენ და “ხელყუმბარას” მაინც გავხსნიმეთქი.
ბელორუსს ომახიანად გავძახე ერთი სადღეგრძელო თუ შეიძლებათქო და მალენკოვის თუ ხრუშჩოვის ზომის ჭიქა ბოლომდე გავავსე. ბრძანეო, გამომძახა. ყველამ ბოლომდე დალიეთ რასაც ვიტყვიმეთქი.
тамада сказал бог сказал -ო გამომძახა უკრაინელმა. წამოვდექი და წინასიტყვაობის გარეშე ომახიანად წარმოვთქვი: Да зравствует украинско-грузинская граница на урале – მეთქი.
ამით დამთავრდა დესერტაცია. მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, ჩემს სადღეგრძელოს განხორციელება უწერია.
მართალია ჩვენ ხელს არ გავანძრევთ ამისთვის, როგორც ყოველთვის, მაგრამ მაინც…“ - წერს ოქრუაშვილი.
ასევე საინტერესოა:
🔵 „დიდია გულისტკივილი ბატონი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო“ - ილია მეორე
1737209540
მსოფლიოტრამპი საკუთარი კრიპტოვალუტის ამოქმედებას გეგმავს
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის საკუთარი კრიპტოვალუტის, $TRUMP-ის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. ტრამპის განცხადებით, პირველ დღეს 200 მლნ. მონეტ...
1737208699
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რეალურად რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა
რეალურად რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოს...
1737207564
საზოგადოებაალექსანდრე რაქვიაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა, ადრე როგორც არაფერი გამოსულა მისი ინიციატივებით, არც ახლა გამოვა
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა, ყველა, ვინც მას დაუჯერა და გაჰყვა, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველი...
1737204009
ახალი ამბებიფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრ...
1737202482
ახალი ამბებიბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა
ბათუმში, ზღვამ ცხედარი გამორიყა. დაღუპულია კაცია. ინფორმაციას სამაშველო სამსახურში ადასტურებენ. რა მუხლით დაიწყო ფაქტზე გამოძიება, შსს-სგან პასუხს ველოდებით.