ხომ შეიძლებოდა ცისანა დაბრუნებულიყო საქართველოში და მე დავრჩენილიყავი მოსკოვში?! - ჯემალ სეფიაშვილი

კომპოზიტორი და მომღერალი ჯემალ სეფიაშვილი გადაცემაში "ნოესთან" სტუმრობის შემდეგ, საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა.
კრიტიკა და წყენა, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიმართ, არც თავად კომპოზიტორს დაუმალავს. ინტერვიუში, ჯემალ სეფიაშვილმა განაცხადა, რომ არ სურს მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნა, რადგან
"იმ ქვეყნებში, სადაც შოუ-ბიზნესი არსებობს, ხელოვანს არ ეკითხებიან, ვარსკვლავი გაგიხსნა თუ არაო და არც ეშინიათ ვარსკვლავის გახსნის. "ნაციონალური მოძრაობის" ბობოქრობაში ვარსკვლავი კი არა, ჩემი სიმღერა არ ისმოდა არცერთ რადიოსადგურზე. დაგვიანდა ჯემალ სეფიაშვილის ვარსკვლავი და არ მინდა, გენაცვალე, რამდენი ვარსკვლავი მაქვს იცი? - ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩემი სიმღერა უყვარს და ღიღინებს." - აღნიშნა ჯემალ სეფიაშვილმა.
ჯემალ სეფიაშვილს გული წყდება, რომ თავის დროზე რუსეთში ცხოვრებასა და საქმიანობაზე უარი თქვა. გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც ოჯახური პრობლემების გამო მოსკოვის ცენტრში ბინა გაყიდა და საქართველოში დაბრუნდა.
"იმ პერიოდში ძალიან ბევრ კარგ ადამიანთან მქონდა შეხება და მთხოვდნენ, დავრჩენილიყავი, მაგრამ მაშინ ცისანა ქმარს შორდებოდა და ეს ჩემთვის დიდი ტკივილი იყო. გავყიდეთ ბინა მოსკოვის ცენტრში, 60 000 დოლარად. რამდენიმე თვეში ის ბინა, 120 კვადრატული მეტრი, მილიონ ნახევრად გაიყიდა. შევედი ტაძარში, დავანთე სანთლები და ღმერთს ვუთხარი: მადლობა, რომ ჩემგან შესაწირი მოითხოვე და მე შემოგწირე - მეთქი. ხომ შეიძლებოდა ცისანა დაბრუნებულიყო საქართველოში და მე დავრჩენილიყავი იქ?! " - თქვა ჯემალ სეფიაშვილმა.
გადაცემის წამყვანის, ნოე სულაბერიძის კითხვაზე, ვინ არის პუტინი, კომპოზიტორმა უპასუხა - რუსეთის პრეზიდენტი!
- მხოლოდ ამით შემოიფარგლებით? - იკითხა ნოე სულაბერიძემ,
- დიახ - მიუგო ჯემალ სეფიაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი უცხო ქვეყნების მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა
1741543285
საზოგადოებაკახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა
უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...
1741543032
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა. დეპუტატის თქმით, გენდერი...
1741538557
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ
„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...
1741534941
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე
რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...
1741532232
სპორტიქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება
ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...