"ხშირად შევსწრებივარ კამათს კლინიკათა ხელმძღვანელებს შორის, კოვიდს დავუწერთ და 5000 ლარს მოგცემთო..." - რას წერს დავით გადელია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კორონავისურთან დაკავშირებულ მითებს ეხმაურება.
“ერთი გავრცელებული მითის შესახებ.
ხშირად გვსმენია: “ადამიანს სხვა, მძიმე დაავადება ჰქონდა, იმით გარდაიცვალა და კოვიდს მიაწერეს!”…
მინდა ზუსტად ავხსნა, რატომ არაა ეს მოსაზრება სწორი.
ჩემი მაგალითით დავიწყებ; მე ამ წუთისთვის ვითვლები “პრაქტიკულად ჯანმრთელად”, თუმცა მაქვს “წვრილ-წვრილი”, ჩემს ასაკში გავრცელებული ქრონიკული დაავადებები:
ჰიპერტონიული დაავადება, პრედიაბეტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება და ა.შ… თუ რამე მოულოდნელი არ დაემატა ჩემს დაავადებათა ნუსხას, მხოლოდ ასე თუ გაგრძელდა - დაახლოებით 20 წელი თავისუფლად გავძლებ.
მაგრამ არის დაავადებები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებენ სიცოცხლის წლებს.
ჩემი ექიმობის პერიოდშივე, რაც არც თუ ბევრი წელია, მედიცინის არსებობასთან შედარებით, გადაწყდა კუჭის წყლულის პრობლემა, მნიშვნელოვნად, ინვაზიური მეთოდების შემოღებით-გულის იშემიური დაავადებების პრობლემა.
ჩვენი მამების უმრავლესობას კლავდა გულის ინფარქტი, ან სამუდამო ინვალიდად აქცევდა. აუარება ხალხი იყო დასახიჩრებული კუჭის რეზექციით.
ახლა, კაცობრიობის პირველი რიგის გამოწვევაა ავთვისებიანი სიმსივნები!
ასევე, რჩება, გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები, ღვიძლის ციროზები და ა.შ. ამ შემთხვევებში, თუ რადიკალურმა ჩარევებმა შედეგი ვერ გამოიღო, სიმპტომატიური მკურნალობით ადამიანები ცხოვრობენ 1-დან 5-6 წლამდე, ზოგჯერ მეტ ხანსაც.
ეს, ერთი შეხედვით “მცირე ვადა”, უდიდესად მნიშვნელოვანი და ძვირფასია თავად ავადმყოფისთვის და ზოგჯერ უფრო მეტადაც - ავადმყოფის პატრონისთვის!
ყოველი დღეა ძვირფასი, თორემ საბოლოოდ ყველა იმ ქვეყნად წავალთ… ცხადია ხდება დაავადებათა ეს საბედისწერო თანხვედრები - მძიმე ავადმყოფს ემართება კოვიდი და გარდაიცვლება.
დილის კონფერენციაზე განხილვისას, რამდენჯერ გვითქვამს: “- კიდევ რამდენიმე თვეს, ან წელს იცოცხლებდა, კოვიდი რომ არ დამართოდა..”
ანუ, მართალია, მძიმე ავადმყოფი იყო, მაგრამ სწორედ კოვიდმა მოუსწრაფა სიცოცხლე - ის დღეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვისაც და ჭირისუფალისთვის.
ერთეულ შემთხვევაში ასეც ხდება:
მძიმე ავადმყოფს ემართება კოვიდი, ძალიან მსუბუქი ფორმით, ფილტვებში გართულების გარეშე და სიკვდილის მთავარი მიზეზი მართლაც ძირითადი დაავადებაა.
ქვეყანაში მიღებული გვაქვს სიკვდილის მიზეზის დაწერის ისეთი პროტოკოლი, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს უმიზეზოდ კოვიდის ჩაწერას.
მაგრამ თუ ეს ვერ ხერხდება, იშვიათ შემთხვევაში, დანანებით ვამბობთ - “ტყუილად მიეწერა კოვიდს”. რატომ დანანებით? ახლავე აგიხსნით: ქვეყნების სტატისტიკაში ასახულია დაავადებათა რაოდენობა, მათ შორის - გარდაცვალებათა მიზეზი. ახლა ყველგან და ყველაზე აქტუალურია გახდა კოვიდ სტატისტიკა!
ყველგან მას აფრიალებენ! საერთაშორისო ორგანიზაციები სწორედ კოვიდსიკვდილობით მსჯელობენ ქვეყნებში კოვიდ მართვის ეფექტურობაზე.
ხოლო ქვეყნის შიგნით - კლინიკების ეფექტურობაზე.
ამიტომ, არცერთ კლინიკას არ უნდა მაღალი კოვიდ სიკვდილობა! ეს უფრო “ყვირის” დღეს, ვიდრე სხვა დაავადებით გამოწვეული სიკვდილობა.
ხშირად შევსწრებივარ კამათს კლინიკათა ხელმძღვანელებს შორის:
” ჩვენთან უფრო მძიმე ავადმყოფები მოჰყავთ და ხელოვნურად გვეზრდება კოვიდ სიკვდილობა, თქვენთან - ნაკლებად მძიმე!”…
…”კოვიდს დავუწერთ და 5000 ლარს მოგცემთო”- ეს არაჯანსაღი მენტალობის კლინიკური შემთხვევაა და ექიმური ეთიკა არ მაძლევს უფლებას ამაზე ვიმსჯელო…”, – წერს დავით გადელია.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 15 060 ადამიანი ემსხვერპლა.
სხვა სიახლეები:
🔳 კოვიდით გარდაცვლილი ქალის ქმარი აპირებს, რომ ცოლის შენახული კვერცხუჯრედით შვილი იყოლიოს
🔳 სამხრეთ კორეაში ცხვირბადე შექმნეს, რომელიც ინტერნეტით უკვე იყიდება
1741608776
ახალი ამბებიგიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩია...
1741607051
ახალი ამბები„ტელეკომპანია „იმედის“ დატოვების შესახებ გავრცელებული ცნობა დეზინფორმაციაა“ - ნიკოლოზ წულუკიძე
გავრცელებული ინფორმაცია, რომ წამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა სიცრუეა. ამის შესახებ მან ახალი ამბების საინფორმაციო სააგენტო „ნიუს ჰაბს“ განუცხადა. წულუკიძის განმარტებით, იგი ტე...
1741606380
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, არიან განულებულები და ერიდებიან იმას, რომ მათი რეიტინგი არჩევნებში გამოჩნდეს
„არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება, თუ რა რეიტინგი აქვთ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1741605516
ახალი ამბები11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...
1741604917
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი
„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...