"კომისიის შექმნისთვის აუცილებელ 50 ხმას დააკლდეს 3 ხმა" - სააკაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, ოპოზიციიდან დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს სოციალურ ქსელ ფეისბუკში ეხმაურება:
"პარლამენტში, კომისიის შექმნის წინ, სამ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება გაუუქმეს, რათა კომისიის შექმნისთვის აუცილებელ 50 ხმას დააკლდეს 3 ხმა.
შეგახსენებთ, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებს ხსნიან იმისთვის, რომ სიმართლე არ გაცხადდეს.
1. მინისტრი ტიკარაძე პრაქტიკულად ჩემს საქმეს გადაჰყვა;
2. ლონდა თოლორაიას მოსახსნელად ცალკე კანონი მიიღეს;
3. მოხსნეს გორის ჰოსპიტლის დირექტორი, ჰოსპიტლის რამდენიმე თანამშრომელი და დააქვეითეს ჩემი მკურნალი ექიმი;
4. მოხსნეს ციხის ადმინისტრაციის მიერ მოწვეული ნევროლოგის მეუღლე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
მოხსნეს მხოლოდ იმიტომ, რომ დაეთანხმა სახალხო დამცველის და "ემპათიას" კონსილიუმების დიაგნოზს.
და ეს ყველაფერი მოხდა "ოცნების" მოლაპარაკე თავების უტიფარი მტკიცების ფონზე, რომ მათ არაფერი აქვთ დასამალი და არანაირ წამებას ადგილი არ ჰქონია", - აღნიშნულია სააკაშვილის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
ამავე თემაზე:
🔵 ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილს და ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო მანდატები შეუწყდათ
🔵 პრეზიდენტი: არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!
1741543032
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა. დეპუტატის თქმით, გენდერი...
1741538557
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ
„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...
1741534941
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე
რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...
1741532232
სპორტიქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება
ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...
1741526054
ახალი ამბებისაქართველოს ხელოვნების სასახლე: კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა
საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა - მე-16 საუკუნის ორი ნახატი „ქრისტეს ოთხი მოციქული“ და ნატურმორტი...