„კონფლიქტურ სივრცეში ბავშვების, მოსწავლეების შეყვანა და მათზე პასუხიმგებლობის დაკისრება, იწვევს მათ ტრავმირებას და არის დამანგრეველი“ - ფსიქოლოგი დალი ლაშხიძე

„სასწავლო პროცესის ჩაშლა ნიშნავს, იძულებას, მოარგო მოსწავლეს, სრულიად შეუსაბამო და არაადეკვატური  სოციალური როლი“, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში ფსიქოლოგმა, გეშტალტთერაპევტმა დალი ლაშხიძემ განაცხადა. 

მან სკოლის მოსწავლეების აქციებში ჩართვაზე ისაუბრა და ამ პროცესს მოსწავლეებისთვის დამანგრეველი უწოდა.

„არსებობს ექსპერიმენტი, რა დროსაც ადამიანებს აქვთ როლები ციხის პატიმრების და ზედამხედველების.

ადამიანი შედის რომელიმე როლში, ის ირგებს ამ პასუხისმგებლობას და ერგება ამ როლს. რატომ ვაკისრებთ ჩვენ უსუსურ, პატარა ბავშვებს, მოსწავლეებს, რაიმე ტიპის პასუხისმგებლობას. ვერც ხვდებიან ისინი - სვამენ კითხვებს- დედა, რას აპროტესტებენ, რატომ არ უნდა წავიდეთ სკოლებში და ა.შ.  არიან გაურკვევლობაში, ჩვენ მათ ვაქცევთ მსხვერპლებად.

გარდა ამისა, ის რომ დემონსტრაციაზე წავიყვანოთ ბავშვი, გავიფიცოთ და აღარაფერი ვაკეთოთ - ეს არის დამანგრეველი. როდესაც ცოლ-ქმარს აქვს კონფლიქტი, ჩხუბობენ და ამ კონფლიქტში შემოჰყავთ ბავშვი, ის იჭყლიტება შუაში და მისი საშუალებით ცდილობენ, შური იძიონ ერთმანეთზე. ასეთ დროს, ჩვენ, ფსიქოთერაპევტები, ვაძლევთ რჩევას, რომ  გავიყვანოთ ბავშვი ამ კონფლიქტიდან. ახლა  კი, ვხედავ პროცესს, რომ ამ კონფლიქტურ სივრცეში შეჰყავთ მოსწავლეები, ბავშვები, განტევების ვაცი და მათ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას, რაც იწვევს ბავშვების  ტრავმირებას. ამ არასრულწლოვნებს  დასჭირდებათ  დარჩენილი ცხოვრება თერაპიაში გაატარონ.“- განაცხადა დალი ლაშხიძემ.

ფსიქოლოგის განმარტებით, ჩვენ საზოგადოებას აკლია დიალოგის კულტურა.

„როდესაც საუბრობენ აღქმებსა და ხედვებზე - დიახ, აღქმა არის ინდივიდუალური  და არსებობს გეშტალტთერაპიაში, რომ მე არ მოვედი ამ ქვეყანაზე იმიტომ, რომ შენი იმედები გავამართლო და პირიქით - თუკი მე და შენ შევხვდებით ერთმანეთს ამ ხედვებში, ძალიან კარგი, თუ ვერა - ამას ვერაფერს ვუზამთ. ბოლოს კი უნდა ვაღიაროთ ერთმანეთის ტკივილი, შიშები. დღეს საზოგადოება არის ძალიან შეშინებული, რომელ მხარესაც არ უნდა იდგეს ის.

 

ამასთან, საზოგადოებაში არის დემონსტრაციულ, ისტერიული ფონი.  თუ წავედი აქციაზე უნდა დავდო სოციალურ ქსელში, მოვუწოდო სხვას და ვინც იქ არ არის, შევამკო ეპითეტებით, მოღალატე, არარაციონალური და არაადეკვატური რეაქციები გამოვიწვიო, რომ როგორღაც ჩავითრიო. მგონია, რომ ეს არის გარკვეული შიში და გარდა ამისა, სიტუაციის წაკითხვის პრობლემა.

ადამიანებს დაკარგული აქვთ კონტექსტი - წავედი, დამინახეთ, ვარ აქ. ეს ნიშნავს, რომ არსებობს პრობლემები, ადამიანებს აკლიათ აღიარება, ისინი სულ რაღაცის მტკიცების რეჟიმში არიან. ეს არის კოლექტიური აზროვნების ეფექტი - მე თუკი ვაიდენტიფიცირებ ჩემ თავს ვიღაცასთან, საზოგადოებასთან,  პროფესიულ სამეგობრო სივრცესთან და  იქ, თუ რაღაც გარკვეული აზრი წარმოიშვა, რომელსაც არ ვეთანხმები, მიჩნდება სირცხვილის, დანაშაულის გრძნობა. რატომ არ ვფიქრობ ასე... სწორედ ამ პროცესს ვუყურებთ ახლა, რაც დამანგრეველია“, - განაცხადა დალი ლაშხიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1733319449

საზოგადოება

„მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე, ყველაფერი გვაქვს, რაც აქციისთვის საჭიროა - ძალიან ბევრი პარალონები, ფოიერვერკები, ამიტომ კიდევ შევიძენთ, მოვიტანთ და ზუსტად იმავეს გავაგრძელებთ, რასაც ვაკეთებდით“ - ელენე ხოშტარია

„ჩვენ აქ ნამდვილად გვაქვს აქციისთვის ძალიან ბევრი პარალონები, პლედები, ფოიერვერკები, სნიკერსები, კვერცხები, რომ ვესროლოთ პოლიციას, ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ იყოს პროტესტი“, - ამის შესახებ პ...

პოლიტიკოსი

1733318146

ახალი ამბები

სავარაუდოდ, ნიკა გვარამია დააკავეს

ოპოზიციური პარტიის „ახალი“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს.  გირჩი-დროას ოფისთან შსს-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა, რა დროსაც სიტყვიე...

ნიკა გვარამია

1733313994

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საღმრთო ლიტურგია სრულდება.  სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმ...

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვან

1733311222

სოციალური მედია

„ისინი დაუნდობლად ლანძღავენ და მიწასთან ასწორებენ მათ, ვინც გაბედავს საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას...“ - რას წერს მანანა მგალობლიშვილი აქციის მონაწილეებზე?

გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც იგი წერს, სოციალურ ქსელებში ადამიანების გარკვეული ჯგუფები სიძულვილის,...

მანანა მგალობლიშვილი

1733308556

საზოგადოება

„სამწუხაროდ, მავანნი იქამდეც მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ამ დაძაბულ პროცესში“ - მეუფე შიო

„სამწუხაროდ მავანნი იქამდეც მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ამ დაძაბულ პროცესში“, - განაცხადა სამების ტაძარში ქადაგებისას მეუფე შიო მუჯირმა...

მეუფე შიო