მეუფე იობი: ზვიად გამსახურდიას შემდეგ, მეორეა ეს მთავრობა, რომელმაც ეროვნულ პლატფორმაზე დააყენა ქვეყანა - სამწუხაროა, ამ პროცესებში სასულიერო პირები რომ ერთვებიან და არასწორ პოზიციას აფიქსირებენ, ეს არის საშინელება
„ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა.ზვიად გამსახურდიას მერე, მეორეა ეს მთავრობა, რომელმაც ეროვნულ პლატფორმაზე დააყენა ეს ქვეყანა“, - განაცხადა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობიმ ქადაგებისას.
მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში სასულიერო პირები ერთვებიან და არასწორ პოზიციას აფიქსირებენ.
„ჩვენ რუსეთში არ მივდივართ, რუსეთი მტერია ჩვენი, რუსეთი არ გვინდა, მაგრამ აი ამ გეოპოლიტიკურ და მსოფლიო ვითარებაში ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. ამ რთულ სიტუაციაში არ შეიძლება ჩვენ ვიღაცის მომხრე ვიყოთ. ამიტომ ჩვენ გვებრძვიან როგორც შიდა, ისე გარე მტრები. მთელი მსოფლიო საქართველოზე ლაპარაკობს. აი, ამ ჭიდილში ჩვენ სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ და სწორ ადგილზე ვიდგეთ. სადაც სულიწმიდა ბრძანდება, იქ არის გონიერება. სადაც არა - იქ არის უგუნურება და უგუნურება იქაა, ვინც ამპარტავანია, სწორედ იქ ვერ მოქმედებს სულიწმიდა. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა სწორედ ვიმსჯელოთ, გარჩევის და განსჯის უნარი გვქონდეს, ეკლესიურები უნდა ვიყოთ, ხედავთ მომიტინგეებს, როგორ იქცევიან, გარეგნული ქცევა შინაგანს გამოხატავს. მთავრობასაც აქვს შეცდომები, უშეცდომო არავინაა, მაგრამ ამ ორი მდგომარეობიდან სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. მარხვა განსაცდელებით დაიწყო, მთელი ერი ტელევიზორშია ჩართული, უყურებს მიტინგებს, იქიდან მოდის უარყოფითი ენერგია და ამ დროს ჩვენ ლოცვა უნდა გავაძლიეროთ, რომ ბოროტი დაითრგუნოს. ზოგიერთ ჩვენს ახალგაზრდაში გამონათებები არის, რომლებიც თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ სოციალურ ქსელებში, მათგან სიმშვიდე მოდის. გვიხარია, რომ ისინი სწორად მსჯელობენ, გონიერები არიან. სამწუხაროა, ამ პროცესებში სასულიერო პირები რომ ერთვებიან, არასწორ პოზიციას აფიქსირებენ და ეს არის საშინელება. როგორ შეიძლება ამ შავსა და თეთრს შორის განსხვავება ვერ დაინახო?!“, - აღნიშნა მეუფემ.
1733322211
ახალი ამბებიდააკავეს პირი, რომელიც იმ ჩანაწერში ფიგურირებს, სადაც მსხვერპლის საჭიროებაზეა საუბარი
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სამართალდამცველები იმყოფებოდნენ ჯავახიშვილის 58 ნომერში, სადაც...
1733320252
სოციალური მედია„თუნდაც ერთი საათი რომ დაჰყვეს აქციაზე ეს უნდა აჩვენონ, მერე ჰპირდებიან ფულად საჩუქრებს“ - მოსწავლის მშობლის ვიდეომიმართვა
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის საგანგებო ვიდეომიმართვა ვრცელდება, სადაც იგი სხვა მშობლებს მიმართავს. მისი ინფორმაციით, კონკრეტული ადამიანები ბავშვებს ფულადი საჩუქრის სანაცვლოდ სთხოვენ აქცი...
1733319449
საზოგადოება„მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე, ყველაფერი გვაქვს, რაც აქციისთვის საჭიროა - ძალიან ბევრი პარალონები, ფოიერვერკები, ამიტომ კიდევ შევიძენთ, მოვიტანთ და ზუსტად იმავეს გავაგრძელებთ, რასაც ვაკეთებდით“ - ელენე ხოშტარია
„ჩვენ აქ ნამდვილად გვაქვს აქციისთვის ძალიან ბევრი პარალონები, პლედები, ფოიერვერკები, სნიკერსები, კვერცხები, რომ ვესროლოთ პოლიციას, ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ იყოს პროტესტი“, - ამის შესახებ პ...
1733318146
ახალი ამბებისავარაუდოდ, ნიკა გვარამია დააკავეს
ოპოზიციური პარტიის „ახალი“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს. გირჩი-დროას ოფისთან შსს-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა, რა დროსაც სიტყვიე...
1733313994
საზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საღმრთო ლიტურგია სრულდება. სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმ...