„კოვიდის ახალი შტამი უკვე საქართველოშია, რომელიც ძველ ომიკრონთან შედარებით 1.5-ჯერ უფრო გადამდებია“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

„კოვიდის ახალი შტამი უკვე საქართველოშია, რომელიც ძველ ომიკრონთან შედარებით 1.5-ჯერ უფრო გადამდებია“ - ინფორმაციას გიორგი ფხაკაძე ავრცელებს.
„კოვიდის ახალი შტამი - ომიკრონი (BA.2) უკვე საქართველოშია, ძველ ომიკრონთან შედარებით 1.5-ჯერ უფრო გადამდებია.
კოვიდ გადატანილები (სავარაუდოდ, BA.1 ომიკრონითაც), ორჯერ აცრილები ფაიზერით და სინოვაკი/სინოფარმით (ამ ორმა ვაქცინამ საერთოდ დაკარგა ეფექტურობა)არ არიან დაცული.
არაერთი კვლევა უკვე დაიდო, რომ სინოვაკის და სინოფარმის ვაქცინები არ იცავენ ადამიანებს კოვიდის ომიკრონის ვარიანტისგან!
დიახ სინოვაკმა და სინოფარმმა დაკარგა ეფექტურობა კოვიდის ომიკრონის ვარიანტის მიმართ.
ასევე ცნობილია, რომ მხოლოდ ფაიზერის მე-3 დოზა იძლევა 70-90%-იან დაცულობას და თუ ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირდა (30-10%), ამ დაინფიცირებულებში სიკვდილიანობა არის მხოლოდ 0.1% და ჰოსპიტალიზაცია დაახლოებით 1%.
ბოლო სიახლეები ასევე “ჯოგური იმუნიტეტის” შესახებ. კოვიდ გადატანილების იმუნიტეტი არ იცავს ადამიანს ხელახლა დაინფიცირებისგან, განსაკუთრებით ომიკრონის ახალი შტამის (BA.2) შემთხვევაში, რომელიც უკვე გავრცელებულია საქართველოში!
რა ვქნათ:
აიცერით მხოლოდ ფაიზერით ან მოდერნას ვაქცინით 3 დოზით!
ორი დოზა ფაიზერი და მოდერნა ვეღარ გიცავთ (დაახლოებით 30% დაცულობა აქვს). სინოფარმი და სინოვაკი საერთოდ ვერ გიცავთ 3 დოზაც.
კოვიდ გადატანილი “იმუნიტეტი” არ/ვერ გიცავთ და აიცერით ფაიზერით ან მოდერნას ვაქცინით 3 დოზით.
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე.
დაიცავით დისტანცია და ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.
ხშირად დაიბანეთ ხელები.
გაანიავეთ ოთახები/შენობები ხშირად.
იარეთ სუფთა ჰაერზე, ამით “დ” ვიტამინს მიიღებთ.
მიირთვით ყოველდღიურად 5 სხვადასხვა ხილი/ბოსტნეული. ამით ნატურალურად მიიღებთ საჭირო ვიტამინებს.
შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა. ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე საინტერესოა:
🔵 საია: ევროსასამართლომ 2008 წლის ომზე რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების განხილვა დაიწყო
🔵 „ჩემი ბავშვობა დამთავრდა….“ - ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს
1741550966
ახალი ამბებილევან მახაშვილი: იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთანმ, პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“
„ იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან. მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფ...
1741550024
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ქართულ ოპოზიციას და ბრიუსელის ბიუროკრატებს ერთი და იგივე დამკვეთი ჰყავთ - „დიფ სთეითი“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ იცის, თუ რა პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“ და რა არის „ქართული ოცნების“ გზავნილები. დეპუტატ...
1741548815
ახალი ამბებინინო წილოსანი: რასაც ვადევნებთ თვალყურს, მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო
ფაქტია, რასაც ვადევნებთ თვალყურს მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო. სწორედ ამ პროცესების ნაწილი...
1741547534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად და მათზე შეტევა ნიშნავს პირდაპირ შტურმს სახელმწიფოზე
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარი...
1741545611
სპორტიგურამ თუშიშვილი ოქროთი დაბრუნდა!
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში თავის პრინციპულ მეტოქეს, ჩეხ ლუკაშ კრპალეკს სძლია და ტურნირზ...