„კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე წამალი უნდა მიიღოთ“ - ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის რჩევები

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი "ომიკრონთან" დაკავშირებით, სოციალურ ქსელ ფეისბუკში ინფორმაციას აქვეყნებს:
„ომიკრონის შემთხვევების ზრდასთან ერთად ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალურად მზად უნდა იყოს მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს. მაგრამ ამჟამად უფრო დიდი პრობლემაა ბინაზე მართვაში ჩართული ექიმების დეფიციტი. მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტები და უსიმპტომოებიც კი ღელავენ და დიდი უკმაყოფილებაა იმაზე, რომ ექიმი არ დაუკავშირდა, ან ერთხელ დაუკავშირდა და შემდეგ აღარ.
ოჯახის ექიმები უკიდურესად გადატვირთულები არიან და მათთვის საყვედურის თქმა ნამდვილად არასწორია. თუმცა პაციენტების უკმაყოფილებაც გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ინფიცირებულთა დიდ ნაწილს არავითარი დახმარება არ სჭირდება, ყველა პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება ექიმთან კავშირი.
ამიტომ ამ რგოლში (ანუ დისტანციური მეთვალყურეობის) რაც შეიძლება მეტი ექიმის ჩართვა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. (ალბათ სხვა პროფილის ექიმების სწრაფად ტრენინგი და კოვიდზე კონსულტირებაში ჩართვაც კარგი იქნებოდა).
მანამდე კი ბინაზე მყოფმა პაციენტებმა უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში იმის გამო, რომ ექიმი არ/ვერ უკავშირდება და ახსოვდეთ რამდენიმე ძალიან მარტივი წესი (რაც ძალიან ხშირად გაჟღერებულა, ახალი არაფერია, მაგრამ კიდევ ერთხელ გამეორება ალბათ არ იქნება ზედმეტი ამჟამინდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით):
1. კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე წამალი უნდა მიიღოთ. უმრავლესობას არავითარი წამალი არ სჭირდება.
2. ომიკრონისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია ძლიერი ყელის ტკივილი, რაც ადამიანებს ძალიან აშინებთ. ტკივილი მართლად ძალიან შემაწუხებელია, მაგრამ როგორც წესი, არავითარ გართულებებს არ იწვევს და რამდენიმე დღე თუ მოითმენთ, აუცილებლად გაივლის. შეიძლება დავეხმაროთ გამაყუჩებლებით და სავლებით.
3. ისევ აქტუალურია სატურაციის ზომვა. კიდევ ერთხელ შეხსენებისთვის, თითი თბილი უნდა იყოს გაზომვისას. ნორმალური მაჩვენებელია ჟანგბადის შემცველობა 94-ზე მეტი.
4. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია გარკვეული კვლევები, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველა ინფიცირებულმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს. ამას ექიმი წყვეტს და თუ აუცილებლად არ მიაჩნია, ამის გამო ნუ ვეჩხუბებით ექიმებს. თქვენივე სასიკეთოდ გირჩევენ, რომ არ გჭირდებათ ტომოგრაფია და ხშირად ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა გასაკეთებლად ზოგჯერ რიგებში მოგიწევთ დგომა, ხშირად სრულიად არასაჭიროდ.
5. კოვიდს არავითარი გადასხმები არ სჭირდება. თუ სითხის მიღება შეგვიძლია, გადასხმის არავითარი საჭიროება არ არსებობს. გადასხმა არ არის მკურნალობა, უბრალოდ სითხის შევსებაა.
6. საყურადღებო სიმპტომები, რომლის დროსაც სამედიცინო დახმარებას უნდა მოვუხმოთ, არის გულმკერდის არეში ტკივილი და ზეწოლა, გამოფხიზლების გაძნელება, მნიშვნელოვნად გამოხატული ქოშინი.
7. სიცხე, თუნდაც მაღალი, ჩვეულებრივი სიმპტომია და არ ნიშნავს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. თუ დაავადების მიმდინარეობისას ტემპერატურა დაუბრუნდა ნორმალურ ციფრებს სიცხის დამწევის გარეშე და შემდეგ დღეებში ისევ მკვეთრად მოიმატა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება საყურადღებო იყოს.
8. იზოლაციის ვადა შემცირდა 8 დღემდე უსიმპტომო და მსუბუქი შემთხვევებისთვის.
ჯანმრთელობას და გამძლეობას გისურვებთ ყველას.“, - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
🔵 ომიკრონმა მუტაცია დაიწყო - გიორგი ფხაკაძე
🔵 "ჭრილობა მიაყენა ყელსა და ლოყაზე" -კოვიდპაციენტმა კოვიდ კლინიკაში მორიგე ექთანი დაჭრა
1741595218
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი სირიაში მიმდინარე მოვლენებზე: პასუხისმგებლობა სირიის შემდგომ განვითარებაზე აღებული აქვს დასავლეთს, ახლა საეჭვოდ არიან გაჩუმებულები და ასე აიღეს პასუხისმგებლობა უკრაინაზეც თავის დროზე
„ერთადერთი სურვილი მექნებოდა, რომ დასავლეთმა, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, ამ პასუხისმგებლობას შესაბამისად მოეპყროს და გავლენა იქონიოს იქ მიმდინარე მოვლენებზე“, - განაცხ...
1741593094
სპორტიქართველმა ფეხბურთელებმა დასვენების დღეებში ევროპულ კლუბებში წარმატებულად ითამაშეს
გასული უიქ-ენდი წარმატებული აღმოჩნდა ევროპულ კლუბებში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელებისთვის. რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა მნიშვნელოვანი გოლები და შედეგიანი მოქმედებები ჩაიწერა, რაც მათ კლუბებს გამარ...
1741591007
ახალი ამბები„კარგად ვიცით, რა ნეგატიური გავლენა ჰქონდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ყველაზე მეტ დაფინანსებას იღებდნენ, ამიტომ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტით მათი პრობლემების 70% მოგვარდება“- ნინო წილოსანი
„ილონ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათი პრობლემების 70% მოგვარდება, რა თქმა უნდა რელევანტურია და აქაც აქტუალურია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკე...
1741589255
ახალი ამბები„საზოგადოება კარგად ხედავს, რა დღეში ჩააგდო „დიფ სთეითმა“ ევროკავშირი, მისი ეკონომიკა და ქვეყნები“ - მამუკა მდინარაძე
„მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში „დიფ სთეითის“ დამარცხება“...
1741587303
მსოფლიოტრამპი: შეერთებულმა შტატებმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა
ვაშინგტონმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა და საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებებისგან დადებით შედეგებს ელის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 მარტ...