ლაშა გეგეჭკორი: დადასტურებული ინფორმაციით, 6 აპრილს, ცხოველების მოყვარულთა გარკვეული ჯგუფი გურჯაანში, მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის რეგიონული ცენტრის დირექტორს საცხოვრებელ სახლთან პროვოკაციას უმზადებს

დადასტურებული ინფორმაციით, 6 აპრილს, ცხოველების მოყვარულთა გარკვეული ჯგუფი აპირებს გურჯაანში, საცხოვრებელ სახლთან პროვოკაცია მოუწყონ მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის რეგიონული ცენტრის დირექტორს, ბატონ თეიმურაზ ზავრაშვილს. ასევე, მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის შიდა ქართლის რეგიონული ცენტრის უფროსს, - წერს სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი.
„დადასტურებული ინფორმაციით, მ/წ 6 აპრილს, ცხოველების მოყვარულთა გარკვეული ჯგუფი აპირებს გურჯაანში, საცხოვრებელ სახლთან პროვოკაცია მოუწყონ მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის რეგიონული ცენტრის დირექტორს, ბატონ თეიმურაზ ზავრაშვილს. ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ კახეთის შემდეგ ასეთივე “აქცია” იგეგმება მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის შიდა ქართლის რეგიონული ცენტრის უფროსის წინააღმდეგ.
ამ “აქციებს” არ აქვს შინაარსობრივი, თემასთან დაკავშირებული, ზოგადად ქვეყანაში ამ პრობლემის მოგვარების მიზანი და მთლიანად ემყარება ისევ ამ ჯგუფის მიერ გავრცელებულ ჭორებს, რომელთა დასამტკიცებლად მათ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც ერთი დადასტურებული ფაქტი.
“აქციის” ორგანიზატორებს არ აინტერესებთ,თუ რამდენად არის გაზრდილი ამ ცენტრებში გახსნის დღიდან სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები. არადა, სწორედ ეს არის პოპულაციის მართვის ერთადერთი ჰუმანური მეთოდი. ყოველწლიური ანტირაბიული (ცოფზე) აცრა, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცხოველთა(ძაღლი/კატა) რეგისტრაცია არის პრობლემის მეთოდური გადაწყვეტის გზა, რომელსაც წარმატებულად ახორციელებენ ზემოთ მოყვანილი ცენტრები.
“აქციის” ორგანიზატორებს ამოძრავებთ სხვა მიზანი,რომელიც ჩემთვის ცნობილია და საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ გავაცნო სამართალდამცავ სტრუქტურებს. მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღკვეთილ იქნას მსგავსი პროვოკაციული ქმედება.
1743362685
საზოგადოებაგოგა ხაინდრავა საგამოძიებო კომისიაზე: მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის პერიოდს მივადექით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში
მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის პერიოდს მივადექით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საგამოძიებო კომისაზე საუბრისას. „მთელმა მსოფლ...
1743362248
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აქციების დროს ჩვენ გვახსოვს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანია მიმდინარეობდა ძალიან აქტიურად ევროპული ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ, რითაც ახალისებდნენ იმას, რომ თურმე შეიძლება მისი გამოყენება
აქციების დროს ჩვენ გვახსოვს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანია მიმდინარეობდა ძალიან აქტიურად, ევროპული ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ, რითაც პირდაპირ თუ ირიბად, ახალისებდნენ იმას,...
1743359579
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა უკავშირდებოდა ზუსტად იმას, რომ თავისი ბიზნესი და თავისი თავი როგორმე გადაერჩინა იმ თაღლითური სქემებისგან, რაც მერე გამოჩნდა
ამბობ, რომ არ სცემ პატივს ქართულ კანონმდებლობას, არ მიდიხარ კომისიაზე, მაგრამ მერე იძულებული ხდები რომ გეშინია დაჭერის და შენ მიერ აღიარებულ არალეგიტიმურ სასამართლოში მიდიხარ, - განაცხადა გადაცემა „ი...
1743359515
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, კარგად აწყობილი კავშირებით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია
არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, კარგად აწყობილი კავშირებით შიგნით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“პარლამენტის თავმჯდომარის...
1743357834
მსოფლიოგრენლანდიის პრემიერი - აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას
აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენ...