ლევან მოსეშვილი: ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე, პარიზი თბილისთან უკვე მეორე საერთაშორისო აეროპორტით არის დაკავშირებული

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება Transavia France-მა დაიწყო. ავიაკომპანიამ პირველი რეისით თბილისში, ბოინგ 737-800 პარიზის ორლის აეროპორტიდან 163 მგზავრი ჩამოიყვანა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშვილის განცხადებით, საფრანგეთის დედაქალაქის სამ საერთაშორისო აეროპორტთან საქართველო ახლა, ორი საერთაშორისო აეროპორტით არის დაკავშირებული.
„კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება ჩვენს აეროპორტში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა Air France-KLM ჯგუფთან წარმატებით დასრულდა და საქართველოს ავიაბაზარზე, ფრანგულ-ჰოლანდიური მულტინაციონალური საავიაციო ჰოლდინგის კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოვიდა.
ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე და ვცდილობთ, საშუალება მივცეთ ჩვენს მგზავრებს სხვადასხვა აეროპორტებიდან იმოგზაურონ. მნიშვნელოვანია, რომ Transavia France თბილისში პარიზის, ორლის აეროპორტიდან იფრენს. რაც ნიშნავს, რომ საფრანგეთის დედაქალაქი საქართველოს დედაქალაქთან უკვე ორი საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით იქნება დაკავშირებული, ხოლო პარიზის მესამე აეროპორტში (ბოვე) ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება“,- განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
Transavia France 2006 წელს დაფუძნებული ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა პარიზის, ორლის აეროპორტში მდებარეობს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზეა https://www.transavia.com/accueil/fr-fr შესაძლებელი.
1744722546
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7544 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7545 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1744718990
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ამომრჩეველს დავპირდით, რომ 2025 წელს დასრულდებოდა, როგორც ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ისე დასრულდებოდა „ნაცმოძრაობა“ საქართველოში, ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ
„ჩვენ დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს, რომ 2025 წელს დასრულდებოდა, როგორც ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ისე დასრულდებოდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული...
1744717794
ახალი ამბებითბილისში დაკარგული ბავშვები იპოვეს
თბილისში დაკარგული ბავშვები - ბარბარე ლაფაჩი და თეკლა ხომასურიძე იპოვეს. არსებული ცნობით, დაკარგული ბავშვები გლდანში იპოვეს. „ჩემთან ერთად არიან დაკარგული ბავშვები და დამიკავშირდნენ მშობლები. ვერ გწერ...
1744716027
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ვასწორებთ იმ პოლიტიკურ, თუ ძალიან დიდ საზოგადოებრივ შეცდომას, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, როდესაც ქართული ენა გარიყა და აკადემიური სივრციდან გააგდო
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი უმაღლეს სასწავლებლებში, ბაკალავრიატზე ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხს გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობი...
1744714934
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმაზე: „ქართული ოცნების“ პირობებში, ერთადერთი შემთხვევა იყო, აგენტურული ქსელის თანამონაწილის, გახარიას მეთაურობით, სადაც, საოკუპაციო ხაზმა გადმოიწია, მისი მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო
„ღიმილისმომგვრელია, როდესაც ამ ქმედებას ვინმემ შეიძლება მისცეს შეფასება და დაარქვას ამას დაუფიქრებელი ქმედება, განსაკუთრებით იმ სხდომის შემდეგ და მისი პასუხების შემდეგ, ყველა ეპიზოდზე, მათ შორის, ჩორჩ...