ლიონში გიორგი მიქაუტაძის სახლი დააყაჩაღეს
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლიონის“ წევრი გიორგი მიქაუტაძე საკუთარ სახლთან დააყაჩაღეს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
როგორც franceinfo წერს, გიორგი მიქაუტაძე საღამოს საათებში თანმხლებ პირთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, როდესაც შეიარაღებული პირი თავს დაესხა და იარაღის მუქარით სახლის კარი გააღებინა.
„მოვლენები დაახლოებით 21:30 საათზე, „ლიონის“ და „ნიცას“ მატჩის შემდეგ მოხდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოცემის ცნობით, ბოროტმოქმედებმა ჯამში 150 000 ევროს ღირებულების ძვირად ღირებული საათები და ტყავის აქსესუარები წაიღეს.
როგორც კიდევ ერთი წყარო წერს, გიორგი მიქაუტაძე ორმა ბოროტმოქმედმა იარაღის მუქარით აიძულა, მათთვის სახლის კარი გაეღო, რის შემდეგაც, შიგნით შეჰყვნენ.
„დამნაშავეებმა მუქარისთვის, მას იარაღი უჩვენეს და მასთან ერთად სახლში შევიდნენ. მანამ ერთი თავდამსხმელი მათ იარაღით ემუქრებოდა, მისი თანამზრახველი სახლში ძვირფას ნივთებს და ჩანთებს აგროვებდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამის შემდეგ, ყაჩაღები მიიმალნენ.
გამოცემის ცნობით, გიორგი მიქაუტაძე და მისი თანმხლები პირი არ დაშავებულან.
1737273783
მსოფლიოაზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე მიმდინარე წლის 2-დან 1...
1737271917
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება. „მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა“, - წერს პრემიერი. ცნობისთვის, 19 იანვარს მე...
1737271019
სპორტი„მთელი სამყარო იყო ჩემს წინააღმდეგ, თუმცა მე ეს არ მადარდებდა“ - მერაბ დვალიშვილი
ბრძოლის დასრულების შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგ იყო. „მადლობა ყველას! თითოეულ გულშემატკივარს და თითოეულ ქართველს. მიყვარხ...
1737269035
სპორტისპორტის სამინისტრო: მერაბ დვალიშვილმა რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა
UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილის გამარჯვების შესახებ სპორტის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. „აშშ-ში, კალიფორნიაში, არენა Intuit Dome-ზე გამართულ UFC 3...
1737267414
მსოფლიო„ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა
„TikTok“-მა აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა. TikTok ამოიღეს Apple-ისა და Google-ის აპლიკაციების მარკეტებში. მედიის ცნობით, აპლიკაციის გაუქმება პლატფორმის აკრძალვის კანონის ძალაში შესვლამდე მოხდა. „ტიკ ტოკმა“,...