ლუკა ეხვაია რუსეთ-უკრაინის ომზე: ეს ყველაფერი უკვე მგონი გაცხადებულია და დიდად არაფერი შეიცვლება. პიტ ჰეგსეტმა ჩამოაყალიბა სამშვიდობო გეგმა როგორი შეიძლება იყოს და რა კომპრომისებზე მოუწევს როგორც ევროპას, ასევე უკრაინას წასვლა

ეს ყველაფერი უკვე მგონი გაცხადებულია და დიდად არაფერი შეიცვლება, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარმა, ექსპერტმა ლუკა ეხვაიამ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივებზე საუბრისას.

„პიტ ჰეგსეტმა ჩამოაყალიბა სამშვიდობო გეგმა როგორი შეიძლება იყოს და რა კომპრომისებზე მოუწევს როგორც ევროპას, ასევე უკრაინას წასვლა. უმთავრესად უკრაინას, რა თქმა უნდა. პირველი, ეს იყო პუნქტი, რომ 2014 წლამდე რა ტერიტორიებიც არსებობდა, აქ დაბრუნება უბრალოდ შეუძლებელია. ეს არის არარეალისტური. მეორე, ეს არის, რომ ნატოს ჯარები არ განლაგდება უკრაინის ტერიტორიაზე, არც სამშვიდობო ძალები და არც ამერიკის სამხედრო ძალები და აქვე დასძინა, რომ, რა თქმა უნდა, ნატოში უკრაინის ინტეგრაცია არის უტოპია და ეს რეალისტური წარმოდგენა არ არის. შესაბამისად, ეს პოსტულატები შენარჩუნებული იქნება სამშვიდობო პროცესში და უფრო შორსაც წავიდნენ ხომ? ჩვენ ვხედავთ, რომ პრინციპში აი, ამ სამშვიდობო პროცესიდან უკრაინა და ევროპა მთლიანად იზოლირებული არიან. ტრამპმაც პირდაპირ თქვა, რომ ე.ი. რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების შემდეგ რა შედეგებამდეც მივლენ, უბრალოდ, ამის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან შემდეგ უკვე უკრაინას და ევროპას და მათ მოუწევთ ეს შეთანხმება მიიღონ იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ორი მთავარი აქტორი შეთანხმდება“, - განაცხადა ლუკა ეხვაიამ.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რა მოიტანს ეს, ევროპის მეტი ან ნაკლები ჩართულობა?

„ევროპის მეტი ჩართულობა, იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავთ რა განცხადებებს აკეთებენ, პოზიტიურს ვერაფერს. სავარაუდოდ, პირიქით უფრო გაიწელება და გართულდება სამშვიდობო პროცესი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან ტრამპი და პუტინი, უნდა ველოდოთ იმას, რომ მათ უკვე თავისი სამშვიდობო გუნდები დააკომპლექტეს, საკმაოდ სოლიდური გუნდია ორივე მხარეს შექმნილი, უნდა ველოდოთ იმას, რომ გარკვეული კონსტრუქციული გამოსავალი გამოინახება, მაგრამ არ უნდა წარმოვიდგენთ, რომ ეს დროში გაწელილი პროცესი არ იქნება. ფაქტობრივად, ორ მხარეს უწევს საუბარი იმაზე, თუ როგორი იქნება მომავალი ევრაზიის უსაფრთხოების არქიტექტურა. ეს არ არის უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ეს არის შეთანხმება იმაზე, თუ როგორი იქნება შემდეგი ძალთა ბალანსი და საერთაშორისო წესრიგი. შესაბამისად, ეს პროცესი იქნება ურთულესი და დროში გაწელილი“, - აღნიშნა ლუკა ეხვაიამ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1742218825

მსოფლიო

საფრანგეთში მატარებელი ავტომობილს შეეჯახა - დაღუპულია 2 ჯარისკაცი

საფრანგეთში, პას-დე-კალეს რეგიონში მატარებელი და  სამხედრო მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ Le Figaro იტყობინება. ფრანგული მედიის ცნობით, შემთხვევის...

 მატარებელი ავტომობილს შეეჯახა

1742216890

ახალი ამბები

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7759 ლარი გახდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7759 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7755 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კუ...

ლარის კურსი, ვალუტა

1742216196

საზოგადოება

რიგის „ევროპის თასზე“ საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა

რიგაში ევროპის 2025 წლის თასის გათამაშება გაიმართა. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მედლებისათვის ბრძოლაში დავით გო...

ევროპის თასი

1742212556

მსოფლიო

უნგრეთის მმართველმა პარტიამ LGBTQ+ პრაიდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი წარადგინა

 უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს LGBTQ+ პრაიდის ღონისძიებებს და ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ. ამის შესახებ...

ლგბტ

1742209829

ახალი ამბები

კახა კალაძე სააკაშვილზე: ის ამას არ გარისკავდა, რომ არა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და პოლიტიკოსების ჩართულობა

 თბილისის მერის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის ჩართულობით გადმოკვეთა. ამის შესახებ...

კახა კალაძე