მამუკა ყურაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი კონფლიქტის ზონაში ერთხელ იყო ჩასული, ხოლო მისი განცხადება საკონტროლო კომისიის შესახებ იყო „სამარცხვინო და კატასტროფული“

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უნდა მოეწვიათ თემურ იაკობაშვილი, უნდა ყოფილიყო კონფლიქტის ზონაში, ცხინვალში და ჩაენიშნათ აუცილებლად [სხდომა], - განაცხადა 2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის წევრებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხს განიხილავს.

კომისიის მდივანი, სოზარ სუბარი დაინტერესდა, რამდენად ხშირად დადიოდა კონფლიქტის ზონაში თემურ იაკობაშვილი, რომელიც იმ დროს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

როგორც მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, იაკობაშვილი სულ ერთხელ იმყოფებოდა კონფლიქტის ზონაში იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ის მინისტრის პოსტზე მუშაობდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, რომლის მოვალეობა იყო, იქ ყოფილიყო დღე და ღამე, ერთხელ იყო ჩასული მთელი მისი მინისტრობის განმავლობაში, თუმცა, კარგად გვახსოვს მისი განცხადებები, „ესკაკა“, „ისკაკა“ და არავითარი „ესკაკა“ არ იქნებაო. რამდენად დამაზიანებელი იყო, თქვენი აზრით ეს განცხადება?“ - მიმართა სუბარმა ყურაშვილს, რომლის შეფასებითაც, იაკობაშვილის განცხადება „სამარცხვინო, კატასტროფული, დამაზიანებელი იყო. აბუჩად აგდების ტონს ატარებს და ყოვლად მიუღებელია.“

აქვე, მამუკა ყურაშვილმა განმარტა, რომ „ეს კა კა“ არის საკონტროლო ფორმატის კომისია, რომელიც არის მოსკოვისა და დაგომისის ხელშეკრულებების საფუძველზე შექმნილი სადაც მხარეებს გამოყოფილი ჰყავთ თანათავმჯდომარეები და „ის არის უზენაესი საბუთი, რომელიც ადგილზე მიიღება, მათ გარეშე კი წარმოუდგენელია მოქმედება“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743362685

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა საგამოძიებო კომისიაზე: მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის პერიოდს მივადექით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში

 მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის პერიოდს მივადექით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საგამოძიებო კომისაზე საუბრისას. „მთელმა მსოფლ...

გოგა ხაინდრავა

1743362248

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: აქციების დროს ჩვენ გვახსოვს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანია მიმდინარეობდა ძალიან აქტიურად ევროპული ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ, რითაც ახალისებდნენ იმას, რომ თურმე შეიძლება მისი გამოყენება

 აქციების დროს ჩვენ გვახსოვს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანია მიმდინარეობდა ძალიან აქტიურად, ევროპული ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ, რითაც პირდაპირ თუ ირიბად, ახალისებდნენ იმას,...

ლევან მაჭავარიანი

1743359579

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა უკავშირდებოდა ზუსტად იმას, რომ თავისი ბიზნესი და თავისი თავი როგორმე გადაერჩინა იმ თაღლითური სქემებისგან, რაც მერე გამოჩნდა

 ამბობ, რომ არ სცემ პატივს ქართულ კანონმდებლობას, არ მიდიხარ კომისიაზე, მაგრამ მერე იძულებული ხდები რომ გეშინია დაჭერის და შენ მიერ აღიარებულ არალეგიტიმურ სასამართლოში მიდიხარ, - განაცხადა გადაცემა „ი...

პოლიტიკოსი

1743359515

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, კარგად აწყობილი კავშირებით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია

 არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, კარგად აწყობილი კავშირებით შიგნით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“პარლამენტის თავმჯდომარის...

გია ვოლსკი

1743357834

მსოფლიო

გრენლანდიის პრემიერი - აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას

 აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენ...

გრენლანდიის პრემიერ