მამუკა ყურაშვილი მოქალაქეების გაფრთხილებაზე: შეზღუდული ვიყავი დროში და ვერ მოვახერხებდი ამის გაკეთებას, ამას, ჩემგან ასეთ განცხადებას, ცალკე ბრძანება და ნებართვა სჭირდება

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხები განიხილება, 2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი მამუკა ყურაშვილი კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ მოსახლეობის გაფრთხილებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს.
თეა წულუკიანმა მამუკა ყურაშვილს მიმართა, „რა, ან ვინ გიშლიდათ ხელს, ან ვისი რიდი გქონდათ, რომ პირდაპირ გეთქვათ, რომ მე გენერალი ყურაშვილი ვაფრთხილებ ჩემს უფლებამოსილების არეალში მოქალაქეებს, გთხოვთ დატოვოთ არეალი, ან დაკავშირებოდით ქურთაში ადგილობრივ ადმინისტრაციას, რომელსაც დიმიტრი სანაკოევი ხელმძღვანელობდა და ჩვენ აქ მინისტრი მოვისმინეთ, ბატონი თამაზ ბესტაევი, მათთვის მაინც დაგერეკათ და გეთქვათ, რომ უზრუნველყავით ზრუნვა მოქალაქეებზე, რატომ არ გააკეთეთ ეს პირდაპირ? ვინმე გიკრძალავდათ თუ რამის რიდი გქონდათ?“
დასმულ კითხვას მამუკა ყურაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: „სამხედრო წესდება მიკრძალავდა. პოლიტიკურ განცხადებას მე ვერ [გავაკეთებდი]“.
კომისიის თავმჯდომარემ ყურაშვილს განუმარტა, რომ სამშვიდობო ფუნქციის მთავარი პრიორიტეტი იყო მშვიდობიან მოსახლეობაზე ზრუნვა, შესაბამისად, „ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, რატომ არ გააკეთეთ პირდაპირ ეს განცხადება?“
რაზედაც მამუკა ყურაშვილმა განაცხადა: „ალბათ უფრო მშვიდი გარემო არის საჭირო. პრესკონფერენციასავით უნდა გააკეთო. შეზღუდული ვიყავი დროში ძალიან და ვერ მოვახერხებდი ამის გაკეთებას და ამას ცალკე ბრძანება და ნებართვა სჭირდება ჩემგან ასეთ განცხადებას“.
მამუკა ყურაშვილის თქმით, პირდაპირ მოწოდებაზე, რომ მოქალაქეებს დაეტოვებინათ არეალი, ნებართვა არ ჰქონია.
1743362685
საზოგადოებაგოგა ხაინდრავა საგამოძიებო კომისიაზე: მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის პერიოდს მივადექით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში
მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის პერიოდს მივადექით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საგამოძიებო კომისაზე საუბრისას. „მთელმა მსოფლ...
1743362248
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აქციების დროს ჩვენ გვახსოვს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანია მიმდინარეობდა ძალიან აქტიურად ევროპული ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ, რითაც ახალისებდნენ იმას, რომ თურმე შეიძლება მისი გამოყენება
აქციების დროს ჩვენ გვახსოვს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანია მიმდინარეობდა ძალიან აქტიურად, ევროპული ფულით დაფინანსებული „ენჯეოების“ მიერ, რითაც პირდაპირ თუ ირიბად, ახალისებდნენ იმას,...
1743359579
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა უკავშირდებოდა ზუსტად იმას, რომ თავისი ბიზნესი და თავისი თავი როგორმე გადაერჩინა იმ თაღლითური სქემებისგან, რაც მერე გამოჩნდა
ამბობ, რომ არ სცემ პატივს ქართულ კანონმდებლობას, არ მიდიხარ კომისიაზე, მაგრამ მერე იძულებული ხდები რომ გეშინია დაჭერის და შენ მიერ აღიარებულ არალეგიტიმურ სასამართლოში მიდიხარ, - განაცხადა გადაცემა „ი...
1743359515
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, კარგად აწყობილი კავშირებით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია
არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, კარგად აწყობილი კავშირებით შიგნით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“პარლამენტის თავმჯდომარის...
1743357834
მსოფლიოგრენლანდიის პრემიერი - აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას
აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენ...