მაშველებმა ტყიბულში მიწის ჩამოშლისას მოყოლილი ერთი ადამიანი ამოიყვანეს, მეორეს ამ დრომდე ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ტყიბულში კარიერის გამაგრებისას ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანს მიაგნეს, ის კონტაქტურია და უსაფრთხო ადგილას გადაჰყავთ.
უწყების ცნობით, მეორე მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ.
"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სწრაფი და ეფექტური მოქმედებების
შედეგად, მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა. მოქალაქე იმყოფება კონტაქტურ მდგომარეობაში და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიება.შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, იმერეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები", – აღნიშნულია განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესული ინფორმაციის თანახმად, ქვანახშირის კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც შახტში 2 მოქალაქე იმყოფებოდა.
ამავე თემაზე:
🔲 ტყიბულში მიწის მასა ჩამოიშალა - მაშველები 2 ადამიანს ეძებენ
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...
1740829321
ახალი ამბები„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე
ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...
1740826776
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში
„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...
1740825221
ახალი ამბები„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...