მე აყვანილი ბავშვის დედა ვარ, ყველა პოსტი მკლავს, სადაც შვილი “ნამდვილ” ოჯახს ეძებს - ანონიმი დედა

ფეისბუკში გახსნილი ჯგუფი - ვეძებ, ის სივრცეა, სადაც შვილები ბიოლოგიურ მშობლებს ეძებენ, მშობლები დაკარგულ შვილებს, დები-ძმებს, ძმები-დებს და ა.შ. ერთ-ერთი პოსტი, რომელიც ჯგუფში ანონიმურობის პირობით დაიდო, ეკუთვნის ქალს, რომელიც ამტკიცებს, რომ აყვანილი ბავშვის დედაა.

“მე აყვანილ ბავშვს ვზრდი.

მე აყვანილი ბავშვის დედა ვარ.

ყველა პოსტი მკლავს, სადაც შვილი “ნამდვილ” ოჯახს ეძებს. რას ნიშნავს ნამდვილი? ჩვენ ნამდვილი მშობლები არ ვართ? მიუხედავად იმისა რომ გოგონას აყვანის მერე მეორე ბავშვი გაგვიჩნდა. პირველი შვილისგან არ ვანსხვავებთ. ღმერთმა დაგვიფაროს რომ ოდესმე გავიფიქრო რომ ის “ნამდვილი” შვილი არ არის.

ჩემმა გოგომ ყველაფერი იცის. მე მისთვის არაფერი დამიმალავს. დიდი ხანია ინფორმაცია აქვს. იცის როგორ გავიცანი მისი ბიოლოგიური დედა. როგორ გაგვაცნო ბიცოლამისმა. როგორ შევთანხმდით ბავშვის სამშობიაროდან წამოყვანაზე. როგორ ვნერვიულობით როდესაც მშობიარობა დაეწყო და სახლში ველოდებოდით ყველაფრის კარგად დასრულებას. იცის სად ცხოვრობს მისი ბიოლოგიური მშობელი. მაგრამ ის რაც აქ რამდენიმე დღის წინ წავიკითხეთ. მთელი ოჯახისთვის უდიდესი დარტყმა იყო. ქალი რომელიც მე და ჩემმა ქმარმა 3 თვე საკუთარი შვილივით ვზარდეთ და რომელმაც ბავშვი თავისი ხელით გადმოგვცა, “სამშობიაროდან მოპარულ შვილს” ეძებს. ვითომდა მესამე დღეს მკვდრად გამოუცხადეს. ახლა მითხარით როგორ მოვიქცეთ? რა გავაკეთოთ? როგორ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე?”,-წერს ქალი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741185730

სპორტი

საქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...

20-წლამდე ვაჟთა ნაკრები

1741185632

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს სამართლიანობა

ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუ...

ირაკლი კობახიძე

1741182783

სპორტი

თბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

21-23 მარტს თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. ცნობილია ტურნირზე მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა: 60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი; 66 კგ – თემურ...

ლაშა ბექაური

1741181949

სპორტი

არნე სლოტი კვარაცხელიაზე: დიდებული ფეხბურთელია

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლის თამაშების ყურება ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი...

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა

1741180432

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7858 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7905 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი