"მე აზარტული თამაშების მსხვერპლის პირველი არხის ოპერატორის სანდრო ბერაძის დედა ვარ" - ნინო ლოლაძის ემოციური მიმართვა

1 იანვარი სანდრო ბერიძის დაბადების დღეა ის 32 წლის გახდებოდა.

პირველი არხის ოპერატორმა სანდრო ბერიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სანდროს დედა ნინო ლოლაძე, შვილის გარდაცვალებას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას უკავშირებს.

"გამარჯობა,

მე აზარტული თამაშების მსხვერპლის პირველი არხის ოპერატორის სანდრო ბერაძის დედა ვარ - ნინო ლოლაძე.

პირველად გადავწყვიტე საჯაროდ დამეწერა და გამემჟღავნებინა ჩემი განცდები.

პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც წარადგინა კანონი აზარტული თამაშების რეგულაციის თაობაზე, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ამით ბევრ ოჯახს გადარჩენის იმედი ჩაესახა.

რამდენი შვილმკვდარი დედა წლების მანძილზე ელოდა, რომ ბოლოს და ბოლოს ვინმე დაუპირისპირდებოდა ამ საზარელ მკვლელ მანქანას.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან და არგუმენტად ასახელებენ კაზინოების მეპატრონეების მიერ სპორტის და სპორტსმენების დაფინანსებას.

გასაგებია, რომ ეს დაფინანსება მეტად მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა ძლიერმა და გამორჩეულმა სპორტსმენებმა უმაღლეს შედეგებს მიაღწიონ, თავი ისახელონ და ჩვენც გვასახელონ, მაგრამ ნუთუ ნორმალურია, რომ ქართული სპორტი და სპორტსმენები მაინცდამაინც სხვა მასობრივად გამანადგურებელი კაზინოების იმედად იყვნენ?...

ათასობით ამ ვითომდა ბიზნესმა ხომ უამრავი ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ასი ათასობით ოჯახი გაანადგურა...

იმ დაღუპულ ადამიანთა შორისაც იქნებ რამდენი ტალანტი დაიკარგა, იქნებ რამდენს ჩაუკვდა ოცნება და მიზანი?

რომ არა ეს მკვლელი აზარტული თამაშები, იქნებ ჩვენი შვილებიც გამოავლენდნენ თავის ნიჭსა და უნარებს?

აქვე მინდა ბატონ ლაშა ტალახაძეს მივმართო:

იქნებ გაგახსენდეთ პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე, რომელიც თქვენი წარმატების უშუალო მოწმე და დიდი მხარდამჭერი იყო.

მან გამოიჩინა დიდი სურვილი და თავად მიიღო მონაწილეობა თქვენი ასპარეზობის გაშუქებაში.

თქვენ თუ არა, მე და მის მეგობრებს კარგად გვახსოვს, როგორ ხარობდა და ამაყობდა თქვენი რეკორდებით და იმით, რომ თქვენი თანამემამულე იყო!

სანდროც მთელი შემართებით იბრძოდა აზარტული თამაშების წინააღმდეგ, მოურიდებლად, ღიად გამოდიოდა და აკეთებდა განცხადებებს, რომ როგორმე თავისი თავიც გადაერჩინა და სხვა მისნაირი ადამიანიც.

სანდროს ძალიან ბევრი გეგმა ჰქონდა ცხოვრებაში.

ამ მიმართულებით კი, პირველ რიგში რეკლამების აკრძალვას განიხილავდა, მაგრამ ვერ მოასწრო, მას არ დასცალდა.

ამ ომში სანდრო დამარცხდა.

მას ნერვებმა უმტყუნა, ვერ მოერია ამ საზარელ მანქანას ვერც თავისით და ვეღარც მკურნალობით, რადგან აზარტდამოკიდებულება მძიმე ფსიქიკური აშლილობაა, სერიოზული ადიქციაა და ეს ადამიანები მძიმე სენს ცარიელი ხელებით ებრძვიან.

მათ არავინ უდგას გვერდით, არც ცნობილი ადამიანები და არც ის, ვინც ვალდებულია. ეს ადამიანები მიტოვებულები არიან და მთელი პრიორიტეტები ფინანსებისკენაა გადახრილი.

აქ ფული უპირისპირდება ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და მომავალს. სანდროც მათ შორის აღმოჩნდა.

მან ეს სიმარტოვე და უძლურება გააცნობიერა, დამარცხდა, რის გამოც საკუთარი თავი შესძულდა და სიცოცხლე საბადურის ტყეში დაასრულა.

მან თავისი ბოლო თხოვნა, რომელიც 112-ის ოპერატორს უთხრა, მთელ ქვეყანას დაგვიტოვა.

ჩვენ ხუთი დღის შემდეგ ვიპოვეთ სანდროს ცხედარი და მას შემდეგ მე და მთელი მისი სამეგობრო ვიბრძვით.

ჩვენ არ გავჩერდებით.

თქვენ კი შეგიძლიათ ამ ორ ფასეულობას შორის გააკეთოთ არჩევანი, თქვენი ნებაა...

გთხოვთ ბატონო ლაშა ნუ იქნებით იარაღი ამ ჯოჯოხეთური მანქანის, ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ თქვენით.

აკი ამბობდით ქართველი ხალხის სიყვარულს არაფერი შეედრებაო და დაფიქრდით, რომ წახვიდეთ სხვა ქვეყანაში ახალგაზრდა თაობის სიცოცხლის ხარჯზე ის ფასი ექნება თქვენს გამარჯვებებს, რაც აქამდე ჰქონდა?

მეტად თავს აღარ შეგაწყენთ, წინასწარ გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს და მადლობელი ვარ ამ ბრძოლის დაწყებისთვის, რომელიც უკვე სხვების გადარჩენას სჭირდება და ემსახურება.

პატივისცემით სანდრო ბერაძის დედა ნინო ლოლაძე.

P.S. 1 იანვარი სანდროს დაბადების დღეა, ის 32 წლის გახდებოდა, - წერს გარდაცვლილი ოპერატორის დედა ნინო ლოლაძე.

საქართველოს პირველი არხის ოპერატორი, 29 წლის სანდრო ბერაძე ცხვარიჭამიას ტყეში გარდაცვლილი 2019 წლის 29 ოქტომბერს იპოვეს.

ახლობლები სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

მსგავსი თემები:

🔵 „1-ლი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე მოქალაქეებს“ - ღარიბაშვილი

🔵 აზარტულ თამაშებზე წვდომა ერთ მილიონამდე ადამიანს არ ექნება - მთავრობის ინიციატივა

🔵 აზარტული თამაშების რეკლამა მარტიდან აიკრძალება - ირაკლი ზარქუა

🔵 "ნიანგის ცრემელების ღვრა და რეკლამის შენარჩუნებისთვის ცნობილი სპორტსმენების გამოყენება ზედმეტად უხერხული და არაეთიკურია" - გოგა ჩანადირი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741543032

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა.  დეპუტატის თქმით, გენდერი...

ლევან მაჭავარიანი

1741538557

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ

„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...

ბაჩო ოდიშარია.  

1741534941

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე

 რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...

ირაკლი კირცხალია

1741532232

სპორტი

ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება

ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...

თიშიშვილი

1741526054

ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნების სასახლე: კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა

 საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა - მე-16 საუკუნის ორი ნახატი „ქრისტეს ოთხი მოციქული“ და ნატურმორტი...

სასახლე