მე, ვინც, გადამწყვეტი როლი ვითამაშე ამ ფორმულირების მიღებაში, დღეს დილეგში პრაქტიკულად სიკვდილმისჯილი ვიმყოფები - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება.
როგორც ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, მაპი არაა გარანტია ნატო-ს წევრობის და არის ფორმულირება.
„მახსოვს, 2008 წელს, ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე, ბრიტანეთის პრემიერმა, გორდონმა თქვა: უკრაინამ და საქართველომ მიიღეს უფრო მეტი, ვიდრე მაპი. საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები – ეს არის ის ჩანაწერი, რაც ჯორჯ ბუშმა, კაჩინსკიმ და მე, მთელი ღამე მოლაპარაკებების შედეგად გამოვგლიჯეთ მერკელს, რომელმაც დიდი კამათის მერე მოიფიქრა ფორმულირება.
გახსოვთ, როგორ დაგვცინოდნენ პრორუსები მაპზე უკეთესი მივიღეთო, ახლა დღეს ხომ დადასტურდა, რომ ეს რუსეთისთვის ძალიან საშიში ფორმულირებაა.
მაპი არაა გარანტია წევრობის და არის ფორმულირება. მე, ვინც, გადამწყვეტი როლი ვითამაშე ამ ფორმულირების მიღებაში, დღეს დილეგში პრაქტიკულად სიკვდილმისჯილი ვიმყოფები ამის გამო”, – წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, რუსეთის მთავრობამ ნატო-ს მოთხოვნა წაუყენა, რომლის თანახმადაც, ალიანსმა უნდა გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵აშშ-ში ტორნადოს შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა
🔵"ომიკრონი" საქართველოში, სავარაუდოდ დეკემბერში შემოვა - ივანე ჩხაიძე
🔵საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა
1741073286
ახალი ამბებიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილ...
1741071610
მსოფლიოიაპონიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანებულია სულ მცირე 84 სახლი
იაპონიაში, უკვე ერთი კვირაა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ქალაქ ოფუნატოს ტყეში დამწვარია 2 100 ჰექტარი. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაღუპულია ერთი ადამიანი, სულ მცირე 84 სახლია დაზიანებული, ხოლო 1 200...
1741070616
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მი...
1741067507
ახალი ამბები„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე
„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...
1741065872
მსოფლიოდონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters
თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...