"ომიკრონი" საქართველოში, სავარაუდოდ დეკემბერში შემოვა - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის ომიკრონ შტამი საქართველოში, სავარაუდოდ, დეკემბერში გამოჩნდება.

მისივე თქმით, ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად არ დარჩა კონტინენტი, სადაც აღნიშნული შტამი არ შესულა.

“ზოგადად ბევრი ქვეყნის გადაწყვეტილება, რომ ჩაკეტეს საჰაერო საზღვრები პირველ რიგში სამხრეთ აფრიკის იმ 6 ქვეყანასთან, რომლებშიც დაფიქსირდა, ერთადერთი რა შედეგიც შეიძლება მოიტანოს, ესაა 1-2 კვირით გადაავადოს ამ ვირუსის შეღწევა ნებისმიერ ქვეყანაში. ასევე ჩვენც ჩავკეტეთ საზღვრები. 24 ნოემბერს 6 ქვეყანაში იყო ომიკრონი, დღეს არის 66 ქვეყანაში. ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად არ დარჩა კონტინენტი, სადაც ომიკრონი არ შესულა. საქართველოში სავარაუდოდ, დეკემბერში შემოვა. ჩვენ ინტენსიური მიმოსვლა გვაქვს ევროპის ბევრ ქვეყანასთან, ასე რომ ამ მხრივ ქვეყნის საზღვრების დაცვა შეუძლებელია. ეს არის სრული ილუზია, რომ თუნდაც სამხრეთ აფრიკის მოქალაქეების ქვეყანაში არ შემოშვებამ, რამე ღირებული შეცვალოს. შეიძლება გადაავადოს, მაგრამ, სავარაუდოდ, დეკემბერში ომიკრონი საქართველოში გამოჩნდება”, – განაცხადა ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ საუბარში.

ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის ახალ ვარიანტს  შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა

🔵რატომ არის მნიშვნელოვანი თმის სიგრძე და რა კავშირი აქვს თმას ადამიანის ენერგეტიკასთან?

🔵ამერიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - დაღუპულია 6 ადამიანი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740822105

მსოფლიო

„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...

მელორ წიფურია

1740820052

ახალი ამბები

გურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ

გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...

გურიის რეგიონი

1740817706

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...

ააა

1740816504

მსოფლიო

რუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...

მარკო რუბიო

1740814184

ახალი ამბები

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...

ირაკლი კობახიძე