მეუფე შიო: იმისთვის, რომ ჩვენც გავხდეთ ღვთის მიმრქმელები, მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: შევიყვაროთ უფალი, ვიცავდეთ მის მცნებებს და არ დავხუროთ ჩვენი გულის კარები, როდესაც უფალი გვიკაკუნებს

იმისთვის, რომ ჩვენც გავხდეთ ღვთის მიმრქმელები, მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: შევიყვაროთ უფალი, ვიცავდეთ მის მცნებებს და არ დავხუროთ ჩვენი გულის კარები, როდესაც უფალი გვიკაკუნებს  - ასე მიმართა საზოგადოებას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მირქმის დღესასწაულზე ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიო მუჯირმა.

​ „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მირქმის დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ამ დღეს მირქმა ეწოდება იმიტომ, რომ იერუსალიმის ტაძარში ღრმად მოხუცებული მართალი სვიმეონი მიეგება ორმოცი დღის ჩვილ იესოს, თავის ყოვლადწმინდა დედასთან ერთად. ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვან სწავლებას გვაძლევს ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის.

გადმოცემის თანახმად, მართალმა სვიმეონმა იცოცხლა სამას წელიწადზე მეტი, რადგან მას სულიწმინდისგან წინასწარ ეუწყა, რომ არ გარდაიცვლება ისე, რომ თავისი თვალით არ იხილავდა ქრისტე მაცხოვარს. როდესაც მან ხელში აიყვანა ჩვილი იესო, მიიხუტა და გახარებულმა წარმოთქვა შესანიშნავი სიტყვები: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი“ (ლკ. 2, 29-30). ეს ნიშნავს, რომ აღსრულდა ყველაფერი ის, რისთვისაც მე ვცხოვრობდი, ჩემი თვალით ვიხილე მესია, მხსნელი სოფლისა და ამიერითგან შემიძლია მშვიდობით შევხვდე სიკვდილსო.

ძვირფასო ძმებო და დებო, იმისთვის, რომ ჩვენც შევძლოთ გარდაცვალების წინ ასეთი სიტყვების წარმოთქმა, უნდა გავხდეთ ღვთის მიმრქმელები. მართალმა სვიმეონმა ასეთ დიდ ღირსებას მიაღწია, მიიღო ეს დიდი პატივი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელში აიყვანა იესო ქრისტე და მიიხუტა, არამედ უფრო მეტად იმიტომ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში თავის გულში ატარებდა იესო ქრისტეს. ამდენად, ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს ღვთის მიმრქმელი, ყველა იმას, ვინც თავის გულში შემოუშვებს უფალს. აი, სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს უფალი იესო ქრისტე, როდესაც ამბობს: „ვინც მე შემიყვარებს და დაიცავს ჩემს სიტყვებს, მას შეიყვარებს მამაჩემი და ჩვენ მივალთ და მასთან დავივანებთ“ (ინ. 14,23). და სხვაგან ამბობს: „აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. ვინც გაიგებს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ და მასთან ვივახშმებ და იგი ჩემთან“ (გამოცხ. 3,20).

ე.ი. იმისთვის, რომ ჩვენც გავხდეთ ღვთის მიმრქმელები, მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: შევიყვაროთ უფალი, ვიცავდეთ მის მცნებებს და არ დავხუროთ ჩვენი გულის კარები, როდესაც უფალი გვიკაკუნებს, იქნება ეს მისი სიტყვებით წმინდა სახარებიდან, ბიბლიიდან, თუ იქნება ეს განსაცდელების მეშვეობით. ის, რომ ადამიანი ღვთის ტაძარია, ამას ასწავლიან მოციქულებიც. მაგალითად, წმინდა პავლე მოციქული ამბობს: „ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმინდისა“ (I კორ. 6,19). სხვაგან ასევე ამბობს: „ნუთუ არ იცით, რომ ქრისტე არის თქვენში“ (2 კორ. 13, 5).

ამრიგად, ვიმეორებ, არ უნდა დავუხუროთ გულის კარი, როცა მოგვიწოდებს უფალი, როცა სურს შემოსვლა ჩვენი გულის საიდუმლო ტაძარში. აი, ეს არის მიზანი ქრისტიანული ცხოვრებისა, ძვირფასო ძმებო და დებო.

და რამ გახადა ღირსი მართალი სვიმეონი, რომ ღვთის მიმრქმელი გამხდარიყო? როგორც ამბობს სახარება: „იგი იყო მართალი წინაშე უფლისა და მოელოდა ნუგეშინისცემას ისრაილისასა“ (ლკ. 2,25). ე.ი. იგი ცხოვრობდა საღვთო სჯულის მიხედვით და თავის გულში ატარებდა იესო ქრისტეს. ამიტომ რას ნიშნავს ეს? რომ მხოლოდ გარეგნული შეხება ქრისტესი არაფრის მომცემია, თუ ამას თან არ ახლავს შინაგანი რწმენა და სიყვარული, მაშინ უსარგებლოა მხოლოდ გარეგნულად შეხება, ვინაიდან ისრაელშიც ბევრი ადამიანი ეხებოდა უფალს ხელით, ფიზიკურად, მაგრამ ამან მათ არანაირი სარგებელი არ მოუტანა, რადგან იმისთვის, რომ გახდე ღვთის მიმრქმელი, უნდა გიყვარდეს უფალი და იცავდე მის მცნებებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ დიდებულ დღესასწაულს; ვეცადოთ ჩვენც, რომ ვისწრაფოდეთ ამ დიდი პატივისკენ და გამოვავლინოთ ჩვენი სიყვარული ღვთისადმი მისი მცნებების დაცვით, რომ ჩვენს გულებშიც მოიწყოს უფალმა თავისი წმინდა სავანე, რომ ჩვენც შევძლოთ, გავხდეთ ღვთის მიმრქმელები ამ ცხოვრებაში, ხოლო ამ წუთისოფლიდან გასვლის ჟამს ჩვენც წარმოვთქვათ ეს დიდებული სიტყვები: ,,აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით". ამინ“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742223782

ახალი ამბები

დაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ც...

დაკავება

1742222226

საზოგადოება

აშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება

2025 წლის თებერვლის თვეში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფულადი გზავ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1742220580

ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანამდევ კანონპროექტებთან ერთად. კანონპროექტის თანახმად, „იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწ...

საქართველოს პარლამენტი

1742218825

მსოფლიო

საფრანგეთში მატარებელი ავტომობილს შეეჯახა - დაღუპულია 2 ჯარისკაცი

საფრანგეთში, პას-დე-კალეს რეგიონში მატარებელი და  სამხედრო მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ Le Figaro იტყობინება. ფრანგული მედიის ცნობით, შემთხვევის...

 მატარებელი ავტომობილს შეეჯახა

1742216890

ახალი ამბები

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7759 ლარი გახდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7759 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7755 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კუ...

ლარის კურსი, ვალუტა