მეუფე შიო: როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, მაგრამ შეემთხვევა უბედურება, ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, სულ სხვა ხედვა ეხსნება
„როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, ღვთის წყალობის აუცილებლობაზე, მაგრამ როცა შეემთხვევა უბედურება, ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, მას სულ სხვა ხედვა ეხსნება და სხვანაირი თვალით უყურებს ბევრ რამეს...იშვიათად თუ ვაფუძნებთ ჩვენს ცხოვრებას ქრისტესადმი მადლიერებაზე იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა...“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან ოცდამეექვსე კვირას ქადაგებაზე განაცხადა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. დღეს ჩვენ სახარებაში წავიკითხეთ, რომ ერთხელ უფალ იესო ქრისტეს შემოხვდა ათი კეთროვანი კაცი. ისინი მოშორებით დადგნენ და გაიძახოდნენ: „იესო მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ!“ (ლკ. 17, 13). როგორც იცით, კეთროვნებს ეკრძალებოდათ საზოგადოებაში ცხოვრება და ადამიანებთან ახლოს მისვლაც კი. ასეთი საშინელი ხვედრი ჰქონდათ. ისინი კარგავდნენ ოჯახებს, კარგავდნენ ახლობლებს და სრული უიმედობისა და სასოწარკვეთილების ზღვარზე იყვნენ. ამ ათ კეთროვანს, სანამ ჰქონდათ ჯანმრთელობა და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, არ სწამდათ იესო ქრისტესი. მათ ირგვლივ მრავლად იყვნენ მწიგნობრები, ფარისევლები, რომლებიც უარყოფდნენ იმას, რომ ქრისტე არის ღვთისგან, რომ ის ღვთის ძალით აკეთებს ყველაფერს; მას დევნიდნენ და დასცინოდნენ, როგორც გახსოვთ. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ესენიც მათი გავლენის ქვეშ მოქცეულიყვნენ; მაგრამ როდესაც მათ შეემთხვათ უბედურება - მძიმე სენი, მათ გაახსენდათ ყველაფერი, რაც სმენოდათ იესო ქრისტეზე, მის სასწაულებზე, შეიძლება თავიანთი თვალითაც კი ჰქონდათ ნანახი და აი, მათი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა.
საერთოდ, ცხოვრებაში ასეა ხშირად და უმეტესწილად, რომ როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, ღვთის წყალობის აუცილებლობაზე, მაგრამ როცა შეემთხვევა უბედურება ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, მას სულ სხვა ხედვა ეხსნება და სხვანაირი თვალით უყურებს ბევრ რამეს.
ამ კეთროვნებსაც ასე მოუვიდათ. მათ, ღვთის წყალობის გარდა, არაფრის იმედი აღარ დარჩენოდათ, ამიტომ მოდიან მაცხოვართან და სთხოვენ შეწყალებას. უფალმა ისინი შორიდან აკურთხა და უბრძანა, მღვდლებთან მისულიყვნენ, ვინაიდან კეთროვნის განკურნების შემთხვევაში მღვდელს უნდა დაედასტურებინა ეს ამბავი, რომ შემდეგ ეს განკურნებული შეეშვათ ქალაქსა თუ სოფელში, ანუ დასახლებულ ადგილზე. ისინიც წავიდნენ და მალევე დაინახეს, რომ ათივე განიკურნა, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი მობრუნდა ქრისტესკენ, რომ მადლობა გადაეხადა მისთვის. იგი მოვიდა უფალთან, დაიჩოქა მის წინაშე, ხმამაღლა ადიდა ღმერთი და მადლობა გადაუხადა მას. უფალმა უთხრა: „ადექი და წადი, შენმა რწმენამ გიხსნა შენ“ (ლკ. 17, 19).
სახარების ამ ეპიზოდზე როცა ვფიქრობთ, ჩვენ თავს ვეუბნებით ხოლმე: არა, მე რომ ვყოფილიყავი მათ ადგილზე, ასე არ მოვიქცეოდი, ამ ცხრა უმადურის ადგილზე აუცილებლად მივიდოდი უფალთან და მადლობას შევწირავდი მას. მაგრამ მართლა ასეა, ძვირფასო ძმებო და დებო? მართლა ასე ვგავართ უფრო ამ ერთ მადლიერს და არ ვგავართ ცხრა უმადურს? იესო ქრისტემ ხომ ჩვენთვის ბევრად მეტი რამ გააკეთა, ვიდრე ამ კეთროვნებისთვის? განა ჩვენც არ განგვკურნა მან თავისი ტანჯვებით? განა არ დაითმინა მან ნერწყვა, ცემა, ჯვარი და სიკვდილი ჩვენთვის, ჩვენი გადარჩენისთვის? იმისთვის, რომ ჩაედო ჩვენს ბუნებაში და ყოველი ჩვენგანისთვის მოეცა ის პოტენციური ძალა, რომლითაც შეგვიძლია გადავრჩეთ საშინელი ბოროტებისგან?! აი, ეს იყო უფლის მთავარი ღვაწლი ამ დედამიწაზე.
მიუხედავად ამისა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ მაინც იშვიათად ვფიქრობთ ამაზე, ნაკლებად გვახსენდება ეს და იშვიათად თუ ვაფუძნებთ ჩვენს ცხოვრებას ქრისტესადმი მადლიერებაზე იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა; ამდენად, უფრო ხშირად ვემსგავსებით იმ ცხრა უმადურს, ვიდრე ამ ერთ მადლიერს. ამ დროს კი სწორედ ამ ერთთან არის ნამდვილი სიმართლე, ნამდვილი ჭეშმარიტება და სწორედ ამ ერთთან, მაცხოვრის ფერხთით შეგვიძლია ჩვენ ვიცხოვროთ ნამდვილი ცხოვრებით, მადლიერებით. აი, ეს არის ჩვენი ვალდებულება მადლიერებისა და გზა ჩვენი ცხონებისა. ამინ.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ილოცება ყაყიჩაშვილების გვარი. ღმერთმა გაგახაროთ, გამრავლოთ და დაგლოცოთ“, - იქადაგა მეუფე შიომ.
1734868440
სოციალური მედია„არასდროს არ დამავიწყდება კონცერტი ქუთაისში და ის სიყვარულით სავსე გულები, რომელიც პატარებმა გვაჩუქეს!“ - ზურა ხაჩიძე
ქუთაისში გამართულ კონცერტს, სადაც „ქუჩის ბიჭებმა“ და ნინი ქარსელაძემ იმღერეს, ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. ზურა კონცერტზე დასწრებისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ეს საღამ...
1734862849
სოციალური მედია„ვუსამძიმრებ სამაშველო სამსახურს და მის ოჯახს... მაშველი გმირია “ - რას წერს ზურა ხაჩიძე?
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილ ხანძარს 42 წლის მეხანძრე-მაშველის სიცოცხლე...
1734858640
საზოგადოება„დედას უთხრეს, რომ ბავშვი სანიტარს გაუვარდა ხელიდან და გარდაიცვალა“ - როგორ იპოვა დედა-შვილმა ერთმანეთი 52 წლის შემდეგ?
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებ...
1734856136
საზოგადოება„გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა“ - ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილ ხანძარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილ ხანძარს 42 წლის მეხანძრე-მაშველის სიცოცხლე...
1734852488
საზოგადოება„დიდი სიფრთხილე გვმართებს, თან დღევანდელ დღეს, 33 წლის წინ, რუსებთან ერთად ნაცპუტჩისტების წინაპრებმა სისხლში აბანავეს საქართველო - ყველანი უნდა დავდგეთ ბოლომდე და შემართებით“ - გიორგი გამსახურდია
„დიდი სიფრთხილე გვმართებს, თან დღევანდელ დღეს. ყველანი უნდა დავდგეთ ბოლომდე და შემართებით”, - წერს გიორგი გამსახურდია X-ზე. როგორც გამსახურდია აღნიშნავს, 33 წლის წინ რუსებთან ერთად ნაცპუტჩისტების წინა...