მიხეილ ყაველაშვილი: დღეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას

„ზუსტად 47 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართული ენა ჩვენი ერის თვითმყოფადობის, იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, რომელსაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენი წინაპრები თავდადებით იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ.
1978 წლის 14 აპრილის მოვლენებიც სწორედ ამის ნათელი მაგალითია. ზუსტად 47 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა - ეს გახლდათ უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენა, როდესაც ახალგაზრდები წინ აღუდგნენ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას და არ დაუშვეს ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმება.
ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე მდგომი ქართველი ხალხის ამ გამარჯვებამ არა მხოლოდ ქართულ ენას შეუნარჩუნა კონსტიტუციური სტატუსი, არამედ დიდი ბიძგი მისცა ეროვნული მოძრაობის აღმავლობასაც. ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ამ უპრეცედენტო სამოქალაქო გმირობის ყველა მონაწილის მიმართ.
დღეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას.
ჩვენი ვალია, ერთობლივი ძალისხმევით ვიზრუნოთ წინაპრების დანატოვარი მემკვიდრეობის დაცვაზე და ამით განვამტკიცოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა“, - წერს ყაველაშვილი.
1744716027
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ვასწორებთ იმ პოლიტიკურ, თუ ძალიან დიდ საზოგადოებრივ შეცდომას, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, როდესაც ქართული ენა გარიყა და აკადემიური სივრციდან გააგდო
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი უმაღლეს სასწავლებლებში, ბაკალავრიატზე ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხს გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობი...
1744714934
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმაზე: „ქართული ოცნების“ პირობებში, ერთადერთი შემთხვევა იყო, აგენტურული ქსელის თანამონაწილის, გახარიას მეთაურობით, სადაც, საოკუპაციო ხაზმა გადმოიწია, მისი მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო
„ღიმილისმომგვრელია, როდესაც ამ ქმედებას ვინმემ შეიძლება მისცეს შეფასება და დაარქვას ამას დაუფიქრებელი ქმედება, განსაკუთრებით იმ სხდომის შემდეგ და მისი პასუხების შემდეგ, ყველა ეპიზოდზე, მათ შორის, ჩორჩ...
1744713586
ახალი ამბები„ნიკა გვარამიას ზურაბიშვილი როგორ სძულს, ეს ვიცით, ვიდრე ახალი ინსტრუქციები არ წამოვა, ერთმანეთის კბენის რეჟიმში იქნებიან“ - ლევან მაჭავარიანი
„ოპოზიცია რა დღეშიც არის, ლოგიკურია, მათ „დიფ სთეითის“ დავალებების შემსრულებლად სალომე ზურაბიშვილი არ გამოადგათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გან...
1744712070
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: უყურეთ რას ჰყვებიან დაზარალებული ოჯახები, ახალგაზრდებო! ამის მერე კარგად მიხვდებით, თუ რა არის ტოტალიტარული რეჟიმი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდებს მიმართა, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობას თვალყური...
1744711511
ახალი ამბებითეა წულუკიანი: სააკაშვილი ისტორიაში ვერ შევა, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელი, ის ისტორიაში შევა, როგორც მწამებელი, რომელმაც არამცთუ ააშენა სახელმწიფო, არამედ ისიც დაანგრია, რაც დახვდა
„ნიშანდობლივია, რომ დღეს ბატონი ლადო ჭანტურია მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლოს, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეა საქართველოდან და ბატონი მიხეილ სააკაშვილი ვივამედში მუშაობს მ...