„მიცვალებული სხვას გაატანეს და ამ ქალბატონის ოჯახის წევრებს სხვა გარდაცვლილი გამოატანეს“ - შოკის მომგვრელი ისტორია

ჟურნალისტი, პიარ სპეციალისტი მაიკო სიხარულიძე, სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელ ინფორმაციას აქვეყნებს.

„ეს კეთილშობილი ქალბატონი გარდაიცვალა კლინიკა რუსთავში და სანამ ოჯახის წევრები ჩავიდნენ წამოსაყვანად, ის სხვას გაატანეს და ამ ქალბატონის ოჯახის წევრებს სხვა გარდაცვლილი გამოატანეს.

კლინიკა რუსთავის ირგვლივ დიდი ხანია ისმის საშინელი ისტორიები, პაციენტების მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ და ახლა უკვე გარდაცვლილებზეც გადავიდნენ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს მთავრობა თქვენ არაფერი გაგიგიათ ამ კლინიკაში არსებული განუკითხაობის და ამ კლინიკის გარეწრობის შესახებ?

რომელიმე გამწარებული ოჯახის პრობლემა შეისწავლეთ ოდესმე დეტალურად?

ვინ აძლევს და რის საფუძველზე ინარჩუნებენ ლიცენზიებს ეს კაციჭამია გარეწრები ? ვისი ინტერესია, რომ ხელი ქვედა რგოლს შეაწმინდოს ხოლმე ასეთ დროს?

ზედა რგოლი, მენეჯმენტი რომ სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდეს, არც მორგში და არც მისაღებში ამგვარი უბედურებები არ მოხდებოდა. თქვენც ხომ იცით?! ისედაც გამწარებულ და განადგურებულ ოჯახებს რომ მიცვალებულებს სტაცებენ, სავარაუდოდ მომხდარი დანაშაულის და გარდაცვალებამდე არაადამიანური მოპყრობის კვალის დაფარვის მიზნით, ეს იმდენად ნორმალური მოცემულობაა, რომ თქვენგან სპეციალური ჯგუფის შექმნას და იმ კლინიკაში არსებული სიტუაციის დეტალურ კვლევას არ საჭიროებს?

სადამდე უნდა გაგრძელდეს ჯანდაცვის სექტორში უვიცობა და გამიზნული ბოროტების თარეში? ამ ყველაფერს ხშირ შემთხვევაში ადამიანების სიცოცხლე და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა ეწირება.

ვინ აგებს ამაზე პასუხს ? მინისტრის ცვლილება არ უშველის ამას - მინისტრებმა სისტემაში არსებული "მარგინალიზმი" უნდა შეცვალონ, თორემ პირველი პირი ვინ იქნება სტრუქტურაში ხალხს ეგ არ ადარდებს. ვწუხვარ ამ კეთილშობილი ბებოს გარდაცვალების და იმის გამოც, რაც შემდგომ გადაიტანეთ.“, - წერს მაიკო სიხარულიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე საინტერესოა:

🔵 რუსეთმა უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგის მობილიზება დაიწყო - Reuters

🔵 ქუთაისში ერთ ღამეში 25-მდე ავტომობილი გაძარცვეს

🔵 ნატო ჩხეიძე 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ დაწესებას ითხოვს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741591007

ახალი ამბები

„კარგად ვიცით, რა ნეგატიური გავლენა ჰქონდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ყველაზე მეტ დაფინანსებას იღებდნენ, ამიტომ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტით მათი პრობლემების 70% მოგვარდება“- ნინო წილოსანი

„ილონ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათი პრობლემების 70% მოგვარდება, რა თქმა უნდა რელევანტურია და აქაც აქტუალურია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკე...

ნინო წილოსანი

1741589255

ახალი ამბები

„საზოგადოება კარგად ხედავს, რა დღეში ჩააგდო „დიფ სთეითმა“ ევროკავშირი, მისი ეკონომიკა და ქვეყნები“ - მამუკა მდინარაძე

„მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში „დიფ სთეითის“ დამარცხება“...

მამუკა მდინარაძე

1741587303

მსოფლიო

ტრამპი: შეერთებულმა შტატებმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა

ვაშინგტონმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა და საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებებისგან დადებით შედეგებს ელის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 მარტ...

დონალდ ტრამპი

1741585418

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათაც და თავიანთმა პატრონებმაც ძალიან კარგად იციან, სად არის მათი რეიტინგი, თუ რაიმეს თავი აქვთ, ყველაზე კარგი ტესტი ყოველთვის არის არჩევნები

„კოლექტიური ნაცმოძრაობის ეს დანაყოფები დამოუკიდებლად ვერასდროს ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას, რა დავალებაც მოდიოდა მათი პატრონებისგან, ასრულებდნენ იმას“, - ასე შეაფასა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნ...

ირაკლი კირცხალია

1741584018

ახალი ამბები

საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 16 მარტის ჩათვლით დაისვენებენ. საჯარო სკოლებში სასწავლო წელი პ...

აა