ნატო ჩხეიძე 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ დაწესებას ითხოვს

ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ დაწესებას ისევ ითხოვს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა მსგავსი ინიციატივა მეათე მოწვევის პარლამენტსაც წარუდგინა.

დეპუტატს მიაჩნია, რომ 26 მაისი საქართველოს პრეზიდენტის დღედ უნდა გამოცხადდეს.

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ისტორიის გადაკეთების მცდელობაა, რადგან 26 მაისი არ შეიძლება იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სწორედ იმიტომ, რომ 26 მაისს არ დაფუძნებულა საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო.

1918 წლის 26 მაისს აღდგა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა (რომელიც დაიკარგა 1801-1917 წლებში რუსული ოკუპაცია-ანექსიით); დაახლოებით სამწლიანი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა შეწყდა 1921 წლის 25 თებერვალს, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა ისევ განახორციელა საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივად, 70 წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთის კოლონია იყო, ხოლო 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ კვლავ აღადგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რაც ასახულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში.

დაახლოებით სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილების მქონე ქვეყანაში, სადაც განმათავისუფლებლობა, როგორც იდეა, ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ერის სიცოცხლისუნარიანობისა და კონსოლიდაციის ჩამოყალიბებაში, 1918 წლის 26 მაისს აღდგენილი დამოუკიდებლობა ისტორიული მნიშვნელობისაა, რასაც ბუნებრივად მოჰყვა დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ფიგურის – მთავრობის თავმჯდომარის, ფუნქციითა და შინაარსით პრეზიდენტის არჩევა.

დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში ნოე ჟორდანიას როლისა და შემდგომში მისი სტატუსის, ასევე დამოუკიდებელ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უმჯობესია 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ნაცვლად აღინიშნებოდეს საქართველოს პრეზიდენტის დღე“, – განმარტავს ჩხეიძე.

სხვა სიახლეები:

🔵 "აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილია" - თამაზ თამაზაშვილი გიორგი სანაიას მკვლელობაში შემხებლობას უარყოფს

🔵 ილია ჭიღლაძე: ორმაგად ტრაგიკულია, გიორგი სანაიას მკვლელობის შემკვეთი დღევანდელი პრემიერის ოჯახის წევრი რომ სახელდება

🔵 სტოლტენბერგი: თუ რუსეთი იმას გაუკეთებს უკრაინას, რაც 2008–ში საქართველოს, NATO უპასუხებს
 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741605516

ახალი ამბები

11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...

 დაზიანებული გზა

1741604917

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი

„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...

ლევან მაჭავარიანი

1741602716

ახალი ამბები

საქართველოში ტემპერატურა +25 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 11-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 1...

მზიანი ამინდი

1741601626

მსოფლიო

გერმანიის რკინიგზამ მატარებლების დაგვიანებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა

კონცერნმა „გერმანიის რკინიგზამ“ (Deutsche Bahn) 2024 წელს მატარებლების დაგვიანებისა და გაუქმებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ეს რეკორდული ოდენო...

„გერმანიის რკინიგზა

1741598279

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა: ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი!

ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი! - წერს სოციალურ ქსელში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა. „თქვენ რომ „ევროპულ" მომავალს იცავთ, ის გზა გლდანის ციხეში იწყება, ევროსკავშირის...

ააა