„მივედი, რომ წამოვსულიყავი უფრო ლამაზი, გამოვიდა, რომ დამამახინჯა“ - რას ჰყვება პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი სალომე კაპანაძე

„მივედი, რომ წამოვსულიყავი უფრო ლამაზი და, რეალურად, გამოვიდა, რომ დამამახინჯა“ - პლასტიკური ქირურგიის კიდევ ერთი მსხვერპლი - როგორ ჩაატარა ქირურგმა პლასტიკური ოპერაცია შესაბამისი ლიცენზიის გარეშე - აღნიშნულ თემაზე სიუჟეტი „კურიერი P.S“ მოამზადა. 

პლასტიკური ქირურგიის მორიგი მსხვერპლი „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, სალომე კაპანაძეა. ოპერაციიდან მალევე მას ნაკერები გაეხსნა და მდგომარეობა გართულდა. საჭირო გახდა განმეორებითი ჩარევაც, მაგრამ პროცესი კვლავ გართულებებით წარიმართა.

„პირველად ვსაუბრობ ასე ღიად, მივედი იმისთვის, რომ წამოვსულიყავი უფრო ლამაზი და, რეალურად, დამამახინჯა. თითქოს ვიყავი საცდელი ვირთხა. როგორ აღვწერო ჩემი მდგომარეობა - ფაქტობრივად, 5 თვე კომაში ვიყავი და გამოვედი. გამოვიდა, რომ მეორე ოპერაცია ტყუილად გავიკეთე, ისევ გამეხსნა ეს ნაკერები. ასე მოკლე პერიოდში ორჯერ ნარკოზი, ფსიქოლოგიურად განადგურებული, იმუნიტეტი დამიქვეითდა. ამდენი ანტიბიოტიკი, მერე ანტიდეპრესანტები. ეს იყო ექსპერიმენტი - სხვადასხვა ხერხი ვცადეთ, რომ შეგვეხორცებინა, ნახევარი მკერდი მქონდა გახსნილი. დამოუკიდებლად ვერაფერს ვაკეთებდი, ვერ ვბანაობდი. ლიმფა, სისხლი გამოდიოდა და კიდევ უფრო იხსნებოდა ჭრილობა და ის მეუბნებოდა, რომ ეს ნორმალური იყო“, - ამბობს სალომე კაპანაძე.

სალომე კაპანაძე წარუმატებელი ოპერაციის შესახებ 6 თვის განმავლობაში დუმდა.

„მიუხედავად იმისა, რომ თავად მთხოვდა ეს ამბავი არავისთვის მეთქვა, მომხედავდა და თუ დამჭირდებოდა თანხასაც ამინაზღაურებდა. მოვთხოვე ოპერაციის თანხა. ჩამირიცხა, შემდეგ როდესაც ვისაუბრეთ მორალურ ზარალზე, დამირეკეს პოლიციიდან რომ მიჩიოდა. მე არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ თავად მაიძულა“,- ამბობს კაპანაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719559461

საზოგადოება

ისტორიაში პირველად ქართველი ქალი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონია

ისტორიაში პირველად ქართველი ქალი მოჭიდავე თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართველმა მოჭიდავე მირანდა კაპანაძემ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა,...

 მირანდა კაპანაძე მირანდა კაპანაძე

1719557578

ახალი ამბები

თბილისის მერია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების 97 ვაგონს შეიძენს

„97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით, 27 ივნისს ბაზრის კვლევა გამოცხადდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევან...

ზოგადი

1719552341

საზოგადოება

ოჯახი 20 წლის ნინიკო გიორგაძეს ეძებს

დაიკარგა 20 წლის ნინიკო გიორგაძე. ის სახლიდან 26 ივნისს გავიდა და მას შემდეგ ოჯახთან კონტაქტზე აღარ გასულა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის ახლობელი ნათია გვანცელაძე ავრცელებს.  „გთხოვთ, გაავრც...

ნინიკო გიორგაძე

1719550346

საზოგადოება

28 ივნისის ამინდის პროგნოზი

28 ივნისს ქუთაისში +30 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხო...

ზოგადი

1719521369

ჰოროსკოპი

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს პროფესიულ სფეროს მფარველობენ, ამიტომ ვერძის სამუშაოს ჩვეულებრივზე უფრო მ...

იანავრი